თურღაის ხეობა – დაბალი (126-160 მ), ბრტყელფსკერიანი ეროზიულ-ტექტონიკური ღარტაფი ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია 800 კმ-ზე. სიგანე 20-75 კმ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კვეთს თურღაის პლატოს და აერთებს დასავლეთ ციმბირის ვაკეს და თურანის დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს.

თურღაის ხეობა შეესაბამება თურღაის როფის ღერძულ ნაწილს და აგებულია ძვ. ალუვიური და ტბიურ-ალუვიური თიხნარით. თურღაის ხეობაში ჩრდილოეთით მიედინება მდინარე თურღაი. არის უამრავი წყალმარჩხი ტბა. სტეპურ (ჩრდილოეთის) და ნახევარ-უდაბნოს (სამხრეთით) ლანდშაფტების ფონზე თურღაის ხეობაში განვითარებულია ბიცობ-მლაშობი, ბიცობ-მდელო-სტეპისა და სტეპის კომპლექსები. არის საძოვრები და სათიბები.

ლიტერატურა

რედაქტირება