თურქები აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში მცხოვრები თურქები წარმოადგენენ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. აქ მცხოვრები თურქი მოსახლეობა უმეტესწილად ოსმალეთიდან ჩამოსულთა შთამომავლები, მუსლიმი მესხები და თურქეთიდან ბოლოდროინდელი მიგრანტებისგან შედგება.
ისტორია
რედაქტირებაოსმალეთიდან მიგრაცია
რედაქტირებაოსმალეთიდან თურქებმა მიგრირება და აზერბაიჯანში აზერბაიჯანში დასახლება დაიწყეს, როდესაც რეგიონი ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ მოექცა 1578-1603 წლებში, შემდეგ კვლავ 1724 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. პირველი აღწერილობა საბჭოთა კავშირმა 1926 წელს ჩაატარა ამ დროს რეგიონში 8570 თურქი ცხოვრობდა. ოსმალები აღარ არიან ჩამოთვლილნი ცალკეულ აღწერებში; სავარაუდოდ, ისინი ვინც აზერბაიჯანში ცხოვრობდა, ან ასიმილაცია განიცადა აზერბაიჯანულ საზოგადოებასთან, ან დატოვა ქვეყანა.[1] დღესდღეობით, ოსმალეთითიდან მიგრირებული თურქების შთამომავლები დაახლოებით 19 000-ს შეადგენენ.[2]
მუსლიმი მესხების მიგრაცია
რედაქტირებამუსლიმი მესხები („თურქი მესხები“) აზერბაიჯანში პირველად XIX საუკუნის ბოლოსა და 1918-1920 წლებში დასახლდნენ.[3] ამასთან, აზერბაიჯანში მიგრაცია მკვეთრად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მოითხოვა ანატოლიის სამი პროვინციის (ყარსის, არტაანისა და ართვინის) დაქვემდებარება. ასევე სტალინს სურდა მესხეთში მდებარე სტრატეგიული ტერიტორიების თურქი მოსახლეობისგან გაწმენდა.[4]
1950-იანი წლების ბოლოდან 1970-იანი წლების ჩათვლით, აზერბაიჯანში დაახლოებით დასახლდა 25 000-დან 30 000 თურქი. ვინაიდან უზბეკეთში მცხოვრები თურქები აჯანყების მსხვერპლი გახდნენ ფერღანის ხეობაში ეთნიკური უზბეკების მხრიდან, რამაც ასამდე ადამიანის დაიღუპვა გამოიწვია.[5] ფერღანას ველიდან წამოსული თურქი ლტოლვილების პირველი ტალღის უმეტესობა დასახლდა, საათლში, საბირაბადში, ბეილაგანსა და ბაქოში.[6] რამდენიმე ასეული თურქი მთიანი ყარაბაღიდან აზერბაიჯანში ჩავიდა 1991-1994 წლებში ომის დროს.[6]
დემოგრაფია
რედაქტირებათურქები აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის აღწერის მიხედვით[7] | |||||||
წელი | რაოდენობა | % | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|
1959 | 200 | 0% | |||||
1970 | 8500 | 0.2% | |||||
1979 | 7900 | 0.2% | |||||
1989 | 17 700 | 0.2% | |||||
1999 | 43 400 | 0.5% | |||||
2009 | 38 000 | 0.4% |
2009 წლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის აღწერის თანახმად, აზერბაიჯანში თურქების რაოდენობა 38 000-ს შეადგენდა.[7] ამასთან, თურქული მოსახლეობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ნაკლებად ზუსტია, იმისათვის რომ მოსახლეობის აღწერაში მიეთითოს, ვინაიდან საზოგადოების უმეტესობა ოფიციალურად რეგისტრირებულია, როგორც „აზერბაიჯანელი“.[8] გარდა ამისა, არცერთ აღწერაში არ ხდება განსხვავება მესხეთის თურქებსა და თურქეთიდან ჩამოსულ თურქებს შორის, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდნენ, ორივე ჯგუფი ოფიციალურ აღწერაში კლასიფიცირდება როგორც „თურქები“ ან „აზერბაიჯანელები“.[7]
ოსმალეთიდან ჩამოსულ მიგრანტთა დაახლოებით 19 000 შთამომავალი დღესაც ცხოვრობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.[2] თუმცა, მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, თურქი მიგრანტების ახალი ტალღა ჩამოვიდა საქართველოდან და თურქეთიდან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თანახმად, 1999 წელს აზერბაიჯანში 100 000 მესხი თურქი ცხოვრობდა. ამასთან, 2009 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში ცხოვრობდა დაახლოებით 17 577 თურქი.[9]
ლიტერატურა
რედაქტირება- Akiner, Shirin (1983), Islamic Peoples of the Soviet Union, Taylor & Francis, ISBN 0-7103-0025-5.
- Aydıngün, Ayşegül; Harding, Çigğdem Balım; Hoover, Matthew; Kuznetsov, Igor (2006), Meskhetian Turks: An Introduction to their History, Culture, and Resettelment Experiences, Center for Applied Linguistics, http://www.cal.org/CO/pdffiles/mturks.pdf. წაკითხვის თარიღი: 2019-11-04დაარქივებული 2007-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Bennigsen, Alexandre; Broxup, Marie (1983), The Islamic threat to the Soviet state, Taylor & Francis, ISBN 0-7099-0619-6.
- Burford, Tim (2011), Georgia, Bradt Travel Guides, ISBN 1-84162-357-1.
- Coene, Frederik (2009), The Caucasus: An Introduction, Taylor & Francis, ISBN 0-415-48660-2.
- Cornell, Svante E. (2001), Small nations and great powers: a study of ethnopolitical conflict in the Caucasus, Routledge, ISBN 0-7007-1162-7.
- Kurbanov, Rafik Osman-Ogly; Kurbanov, Erjan Rafik-Ogly (1995), „Religion and Politics in the Caucasus“, Bourdeaux, Michael, The Politics of Religion in Russia and the New States of Eurasia, M.E. Sharpe, ISBN 1-56324-357-1, http://archive.org/details/politicsofreligi0000unse.
- Pentikäinen, Oskari; Trier, Tom (2004), Between Integration and Resettlement: The Meskhetian Turks, European Centre For Minority Issues
- Ryazantsev, Sergey V. (2009), "Turkish Communities in the Russian Federation", International Journal on Multicultural Societies 11 (2): 155–173, http://unesdoc.unesco.org/images/0018/001886/188648e.pdf
- Tomlinson, Kathryn (2005), „Living Yesterday in Today and Tomorrow: Meskhetian Turks in Southern Russia“, Crossley, James G.; Karner, Christian, Writing History, Constructing Religion, Ashgate Publishing, ISBN 0-7546-5183-5.
- UNHCR (1999), Background Paper on Refugees and Asylum Seekers from Azerbaijan, United Nations High Commissioner for Refugees, http://www.unhcr.org/refworld/pdfid/3ae6a6504.pdf
- United Nations High Commissioner for Refugees (2003), International Protection Considerations Regarding Azerbaijani Asylum-Seekers and Refugees, United Nations High Commissioner for Refugees, http://www.unhcr.org/refworld/pdfid/3f5f49fa4.pdf
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Akiner 1983, 381.
- ↑ 2.0 2.1 Minahan, James (1998), Miniature Empires: A Historical Dictionary of the Newly Independent States, Greenwood Publishing Group, p. 19, ISBN 0313306109
- ↑ Coene 2009, 67.
- ↑ Bennigsen და Broxup 1983, 30.
- ↑ Ryazantsev 2009, 167.
- ↑ 6.0 6.1 Pentikäinen და Trier 2004, 19.
- ↑ 7.0 7.1 7.2 The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan. Population by ethnic groups. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-30. ციტირების თარიღი: 2012-01-16.
- ↑ Helton, Arthur C. (1998). „Meskhetian Turks: Solutions and Human Security“. Open Society Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-15. ციტირების თარიღი: 2012-01-17. დაიგნორებულია
|chapter=
(დახმარება) - ↑ Çalışma ve Sosyal Güvenlik Bakanlığı. YURTDIŞINDAKİ VATANDAŞLARIMIZLA İLGİLİ SAYISAL BİLGİLER (31.12.2009 tarihi itibarıyla). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2011-09-27.