ეთნიკური უმცირესობები აზერბაიჯანში

მოცემული სტატია შეიცავს ინფორმაციას აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ.

დემოგრაფია

რედაქტირება

1999 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობები აზერბაიჯანის მოსახლეობის 10 %-ს შეადგენდა, მათ შორის ლეკები (ყველაზე დიდი უმცირესობათა ჯგუფი, საერთო მოსახლეობის 2,2 %-ს), რუსები (1,8 %), სომხები (1,5 %) და სხვა უმცირესობათა ჯგუფები - რუთულელები, წახები, თალიშები, თათები, მთიელი ებრაელები, აშქენაზი ებრაელები, ავარები და ქართველები, რომლებიც 3,9 %-ს შეადგენდნენ[1][2].

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დროსა და მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ თანამედროვე აზერბაიჯანში დემოგრაფიული ტენდენციების ცვლილება მოხდა, რამაც გამოიწვია ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის გადინება ქვეყნიდან, ძირითადად სომხებისა და რუსების, ასევე სომხეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი ლტოლვილებისა და მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან აზერბაიჯანელ იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი შემოდინება, რაც აზერბაიჯანს უფრო ერთგვაროვან ხასიათს სძენს.

საერთო ფონი

რედაქტირება

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 2005 წლის ივლისში იტყობინებოდა, რომ რამდენიმე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები განიცდიან დისკრიმინაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა დასახლება, განათლება და დასაქმება. რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტმა (CERD) აღნიშნა, რომ მართალია აზერბაიჯანმა რასობრივი დისკრიმინაციის დებულებათა კანონმდებლობა მიიღო, მაგრამ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურები არ დაწყებულა. საბოლოო დასკვნაში, CERD- მა ეჭვის ქვეშ დააყენა, თუ როგორ ვერ აჩერებს ამგვარი კანონმდებლობა ხელისუფლების ოფიციალურ პირებისა და სამართალდამცავების დისკრიმინაციულ პრაქტიკას. CERD- მა ასევე რეკომენდაცია გაუწია აზერბაიჯანს გააფართოვოს დისკრიმინაციის აქამდე ვიწრო გაგება, რაც უკავშირდება არა მხოლოდ „ყველაზე მძიმე და ექსტრემალურ გამოვლინებებს“, არამედ ყოველდღიურ გამოვლინებებსაც. გარდა ამისა, კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება უმცირესობათა ენების მხარდასაჭერ ან ინტერკულტურული განათლების ხელშეწყობის პროგრამების ნაკლებობაზე[3].

პროფესორი დუგლას ბლუმი წერდა, რომ აზერბაიჯანმა შეძლო და ჩამოაყალიბა ეროვნული იდენტობა იმ რთული ფონის მიუხედავად რაც არსებობდა ქვეყანაში. ბლუმის აზრით, ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს კარგად ჩამოაყალიბებული ოფიციალური ეროვნული იდენტურობით, რომელიც დაკავშირებულია უნიკალური მემკვიდრეობის პრეტენზიებთან. ეს უკანასკნელი კი ეყრდნობა თურქიზმს, ზოროასტრიზმს, ზომიერი ისლამსა და ისტორიული ფუნქციას, რომელიც წარმოადგენს „ხიდს“ ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის გზის გასწვრივ[4].

ლინგვისტური უფლებები

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ენა აზერბაიჯანულია. რესპუბლიკა უზრუნველყოფს აზერბაიჯანული ენის განვითარებას. გარდა ამისა, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს თავისუფლად იმ ენის გამოყენებასა და განვითარებას, რომელზეც მოსახლეობა საუბრობს. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ყველას შეუძლია მშობლიურ ენაზე ისაუბროს; მიიღოს განათლება და ეწეოდეს შემოქმედებას ნებისმიერ ენაზე. შეუძლებელია ვინმეს ჩამოერთვას მშობლიური ენის გამოყენების უფლება[5].

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს 2007 წლის ანგარიშის თანახმად (ECRI), ეთნიკური უმცირესობების ენები ისწავლება რეგიონის სახელმწიფო სკოლებში, სადაც ეს უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ. კომისია აღნიშნავს, რომ რუსულენოვანი სკოლების გარდა, ქვეყანაში ქართული და ებრაული სკოლებიცაა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ხელს უწყობს ლეკური და თალიშური ენების სწავლებას. ასევე ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად თათურ და ავარული ენებთან დაკავშირებით[1].

ასევე იყო რამდენიმე საჩივარი ეთნიკური აღელვებების ფონზე აზერბაიჯანის ასიმილაციური პოლიტიკის გამო და მისი დამოკიდებულების ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში[6].

წარმომადგენლობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რედაქტირება

რასიზმისა და შეუწყნარებლობის ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ევროკომისიის (ECRI) მიხედვით, ეროვნული უმცირესობები ფართოდ არიან წარმოდგენილნი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი პარლამენტში. თუმცა, არარსებობს არანაირი კონკრეტული ორგანო, სადაც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ექნებათ უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრება სახელმწიფოებრივი საქმეების შესახებ. ეროვნული უმცირესობები, ძირითადად, არ აცხადებენ საკუთარი ენობრივი და კულტურული უფლებების შესახებ[1].

განათლება

რედაქტირება

1992 წელს გამოიცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანება „უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ", რომელიც ეროვნული უმცირესობების ენისა და კულტურის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერას. ქვეყანაში დაღესტანელებს ეძლევათ საშუალება მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე. ავარული ენის შესწავლა აღდგა 1988-1989 წლებში ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში. აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს 2003 წლის ბრაძანების მიხედვით დამტკიცდა სასწავლო პრგრამები დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის თალიშურ, თათურ, ქურთულ, ლეკურ, წახურულ, ავარულ, ხინალუღურ და უდინურ ენებზე[7].

მასწავლებელთა მომზადების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით 1996 წელს ბაქოში გაიხსნა დაღესტანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალი. ფილიალში ფუნქციონირებენ ფილოლოგიური, იურიდიული და ფინანსურ-ეკონომიკური ფაკულტეტები. 1998-99 წლებში დაიწყო ავარული და დაღესტნური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთა მომზადება. დღესდღეობით ფილიალს გააჩნია ცალკე სასწავლო კორპუსი და ბიბლიოთეკა. სასწავლო პროცესი ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სასწავლოს გეგმის საფუძველზე[7].

ასიმილაცია

რედაქტირება

1998 წელს გამოცემული წიგნის „ენობრივი უმცირესობები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიხედვით, 1993 წელს იყო მცდელობა ოფიციალურად აღედგინათ ლათინური ანბანი. ლეკები აზერბაიჯანში ცდილობენ საკუთარი ენა ააღორძინონ. აღსანიშნავია, რომ ლეკების მხრიდან მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა. მათ სურთ გამოყონ ლეკებით დასახლებული რაიონები დაღესტანიდან და აზერბაიჯანიდან იმ მიზნით, რომ შექმნან ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის სახელმწიფო ენა იქნება ლეკური[8].

„რადიო თავისუფლების“ ანალიტიკოსის ლიზ ფულერის მიხედვით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება ძალადობრივი ასიმილაციის შესახებ[9].

ეთნიკური უმცირესობები

რედაქტირება

1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აზერბაიჯანში ცხოვრობდა 41 000 ქურთი. ადგილობრივი ქურთებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ აზერბაიჯანულ უმრავლესობასთან. ქურთული რადიოსადგური, გაზეთები და მრავალრიცხოვანი სკოლები ფუნქციონირებდა ქვეყანაში. ამით ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ქურთული კულტურა, მაგრამ ოჯახები არ იღწვოდნენ ესწავლათ მშობლიური ენა[10].

ქურთები ძირითადად ცხოვრობდნენ ქელბაჯარის, ლაჩინის, ყუბადლისა და ზენგილანის რაიონებში. ყარაბაღის ომის შემდეგ ეს რეგიონები მოხვდნენ მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიის კონტროლის ქვეშ. ამის შედეგად, აზერბაიჯანელებთან ერთად ქურთების გადასახლება მოხვდა აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში[11].

თალიშები

რედაქტირება

1897 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად, რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა 35 219 თალიში. 1926 წლის აღწერის თანახმად აზერბაიჯანის სსრ-ში 77 039 თალიში ცხოვრობდა. 1999 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში 76 800 თალიში ცხოვრობდა.

1990 წელს შეიქმნა თალიშის კულტურის რესპუბლიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თალიშთა ისტორიის კვლევას, ადათების, ტრადიციებისა და კულტურის განვითარებას და აღორძინებას[12]. არსებობს ფოლკლორული ანსამბლი „ბებიები სეპარდის დასახლებიდან“, რომლებიც ასრულებენ ეროვნულ სიმღერებსა და ბაიათებს აზერბაიჯანულ და თალიშურ ენებზე[13]. აღსანიშნავია, რომ თალიშთა კულტურა ახლოსაა აზერბაიჯანულთან[14].

2003 წელს აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ბრძანების მიხედვით დამტკიცდა სასწავლო პროგრამები 1-4 კლასის მოსწავლეთათვის აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთავის, მათ შორის თალიშურ ენაზეც. აზერბაიჯანში გამოიცემა გაზეთი „თალიშ სედო“ (თალიშის ხმა). ასევე მიმდინარეობს რადიოგადაცემები თალიშურ ენაზე[15].

აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ლეკების მოსახლეობა ქვეყანაში შეადგენს 2 %-ს.

დღესდღეობით აზერბაიჯანში მოქმედებს ლეკური კულტურის ინსტიტუტები. მუშაობს ყუსარის სახელმწიფო ლეკური დრამატული თეატრი. 2005 წლის 10 ივნისს ბაქოს ახალგაზრდა მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის შენობაში ყუსარის თეატრი წარსდგა ლეკურ ენაზე და აჩვენა აზერბაიჯანელი დრამატურგის სულეიმან სანი ახუნდოვის პიესა „ძუნწი“. გარდა ამისა, ყუსარის პედაგოგიური სასწავლებლის ფილიალში დააზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყუბის ფილიალში ამზადებენ პედაგოგებს დაღესტნელი აზერბაიჯანელებისთვის და სხვა მცირერიცხოვანი ერებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანში ცხოვრობენ. ასევე მოქმედებს ლეკური ეროვნული ცენტრი „სამური“. ცენტრს ყოველდღე გამოყოფილი აქვს 15-წუთიანი ეთერი რესპუბლიკურ რადიოზე მაუწყებლობისთვის. ცენტრის მიერ გამოიცემა გაზეთები „იენი სამუხი“ და „ალფანი“., რომლებიც გამოიცემიან ლეკურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მათი ტირაჟი შეადგენს 1000 ეკზემპლიარს. ყუსარის რაიონში ლეკურ ენაზე იბეჭდება გაზეთი „ყუსარი“[7].

აზერბაიჯანში აქტიურად მუშაობენ ლეკი მწერლები. სადაგათ ქარიმოვამ, გაზეთ სამური რედაქტორმა, დაწერა წიგნები „მდუმარე ყვირილი“ აზერბაიჯანულ ენაზე, ასევე ლექსების კრებული „დაუკარი ლეკური“ ლეკურ ენაზე. გამოცემულია მუზაფერ მელიქმამედოვის პოეტური კრებული „ორასი სიმღერა სიყვარულზე“, წიგნი „Къубадин гъулгъула“, რომელიც XIX საუკუნის ისტორიულ მოვლენებზეა და სხვა ნაწარმოებები. აღსანიშნავია ასევე გულბეს ასლანხანოვას ლექსების კრებული „შენთან გულში“[7].

2005 წლის 21 ივლისს პარლამენტის მაღალჩინოსანმა, მოლოკანური საზოგადოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელებში არ არსებობს შეუწყნარებლობა რუსი ერის, რუსული ენისა და კულტურის მიმართ. მსგავსი განცხადება 2004 წლის 6 ივლისს გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ რუსებს განსაკუთრებული პრობლემები არ გააჩნიათ აზერბაიჯანში[16].

თუმცა, ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის მუდმივი გადინება. 1989 და 1999 წლებში რუსი მოსახლეობის რიცხოვნობამ იკლო 392 000-დან 142 000-მდე. 2009 წელს მათი რიცხოვნობა შეადგენდა 119 300 ადამიანს.

ებრაელები

რედაქტირება

აზერბაიჯანში ძირითადად ებრაელთა სამი ჯგუფია წარმოდგენილი: მთიელი ებრაელები — ყველაზე ძველი ეთნიკური ჯგუფი; აშქენაზი ებრაელები, რომლებიც ძირითადად XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ აზერბაიჯანში, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს; ქართველი ებრაელები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში ბაქოში დასახლდნენ.

როგორც მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში აზერბაიჯანში ებრაელთა რიცხვი შემცირდა და მათი უმრავლესობა გაემგაზავრა ისრაელში და სხვა დასავლურ ქვეყნებში.

ებრაელები აქტიურ მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკუთარ წვლილს დებენ მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში. 1990 წელს შეიქმნა „აზერბაიჯან-ისრაელის“ მეგობრობის საზოგადოება, ასევე საზოგადოება „სოხნუთი“. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ებრაული დეპარტამენტი.

1999 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, აზერბაიჯანის კონტროლის მყოფ ტერიტორიებში 645 სომეხიდან 378 (59 %) ცხოვრობდა ბაქოში, დანარჩენი სოფლის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ სომეხთა რაოდენობა შესაძლებელი უფრო მეტი ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ბევრმა გვარი შეიცვალა არ მოხვდნენ აღწერის მასალაში[1].

2009 წლის აღწერის თანახმად, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ფარგლებში ცხოვრობდა 183 სომეხი, მათგან 104 ბაქოში.[17].

უცხოური ჩარევა

რედაქტირება

რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკური წრეები ცდილობენ აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები გამოიყენონ საკუთარ მიზნებში.

2005 წლის მაისში სომხეთმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას „პირველი საერთაშორისო კონფერენცია თალიშურ სწავლებებზე“. ღონისძიებას მასპინძლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული სწავლებების დეპარტამენტი და ირანული სწავლებების ცენტრი ერევანში. ანალიტიკოს ვლადიმირ სოკორის მიხედვით, სომხეთში ზოგი პილიტიკური წრე იდგა ამ ინიციატივის უკან. კონფერენცია ორგანიზებულ იქნა ნაწილობრივ იმიტომ, რომ თავიდან დაეყენებინათ თალიშური ეთნიკური ჯგუფის ავტონომიის შექმნის საკითხი აზერბაიჯანში[18].

აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის დაზვერვამ გაწვრთნა და გადაამზადა დაღესტნელების სეპარატისტული ორგანიზაციის „სადვალის“ წარმომადგენლები, რომლებმაც შედეგად 1994 წელს ააფეთქეს ბაქოს მეტრო, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა და დანარჩენებმა სიცოცხლისთვის საზიანო დაზიანებები[19].

ანალიტიკოს ჰემა კოტეჩას მიხედვით, დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ირანმა პატერნალისტური მიდგომა გამოიჩინა აზერბაიჯანის მიმართ და ჰქონდა ისეთი სახის იდეები, რომ აზერბაიჯანის ინტეგრირება მოახდინოს ირანთან და ირანი თვლიდა, რომ აზერბაიჯანი ძალიან უბედური ადგილია. ისტორიები აშშ-ის ზეწოლის შესახებ თეირანზე, უმცირესობათა და განსხვავებული დაჯგუფებების სპონსორობით, უზრდის არასტაბილურობის განცდას და ზეწოლას ბაქოზე, რათა მან აშშ-ს მხარი არ დაუჭიროს. ირანის გავლენის ნაწილი აზერბაიჯანზე რელიგიური გავლენაა საზოგადოებაზე[20].

იტყობინებოდნენ, რომ აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონებში რუსეთს ჰყავდა ლეკური სეპარატისტული მოძრაობა. დენის ტუმაკოვის მიხედვით, მედია და ბევრი ადგილობრივი დამკვირვებლები ხშირად საუბრობენ, რომ სომხეთი და რუსეთი დინტერესებულნი არიან „სადვალის“ შენარჩუნებაში: ორგანიზაცია წარმოადგენს ერთგვარ „თამაშს“, რომელსაც რუსეთი, სომხეთი და  დაღესტნის შინაური პოლიტიკა იყენებს. ლეკური დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აღინიშნა, რომ „ლეკები XVIII საუკუნიდან არიან პრორუსული (სომხებივით)“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ლიდერი, რომელსაც შეუძლია მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში და მხოლოდ გარე ორგანიზაციებსა და ხალხს შეუძლია მათი ინტერესები მართონ. სადვალს არ გააჩნია ფინანსური მხარდაჭერის კონკრეტული წყარო, გარდა საგარეო ინტერესების გათვალისწინებით[21].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Second report on Azerbaijan
  2. Этнический состав Азербайджана (по переписи 1999 года)
  3. COMMITTEE ON ELIMINATION OF RACIAL DISCRIMINATION
  4. Douglass Blum, ‘’Contested national identities and weak state structures in Eurasia ’’(pp in Sean Kay, S. Victor Papacosma, James Sperling, Limiting institutions?: The Challenge of Eurasian Security Governance, Manchester University Press, 2003.
  5. КОНСТИТУЦИЯ АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-30. ციტირების თარიღი: 2018-10-27.
  6. Forces, willing to incite ethnic conflict in Azerbaijan, attempt to use representatives of the Avarian people. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-30. ციტირების თარიღი: 2018-10-27.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Book: Дагестанские народы Азербайджана. Политика, история, культура. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-13. ციტირების თარიღი: 2018-10-27.
  8. Christina Bratt (EDT) Paulston, Donald Peckham (eds.), Linguistic Minorities in Central and Eastern Europe, Multilingual Matters publisher, 1998, ISBN 1-85359-416-4, p. 106
  9. Liz Fuller. Analysis: Do Azerbaijan’s Ethnic Minorities Face Forced Assimilation?
  10. Azerbaijan: Kurds Targeted Again
  11. 1993 UN Security Council Resolutions on Nagorno-Karabakh
  12. Хроника жизни национальностей в СССР, Том 1
  13. "Евровидение" становится конкурсом пожилых
  14. Талыши // Народы Кавказа. — М.: Изд-во Академии наук СССР, 1962. — С. 187.
  15. Расим МУСАБЕКОВ - Становление независимого азербайджанского государства и этнические меньшинства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2018-10-27.
  16. Immigration and refugee board of Canada
  17. http://pop-stat.mashke.org/azerbaijan-ethnic2009.htm
  18. TALYSH ISSUE, DORMANT IN AZERBAIJAN, REOPENED IN ARMENIA
  19. Azerbaijan: Baku Implicates Armenian Intelligence In Alleged Coup Bid
  20. Islamic and Ethnic Identities in Azerbaijan: Emerging Trends and Tensions
  21. Завтра, No: 26(501), 25-06-2003 Денис Тукмаков. Потомки древней Мидии