ებრაელები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ძირითადად ებრაელთა სამი ჯგუფია წარმოდგენილი: მთიელი ებრაელები — ყველაზე ძველი ეთნიკური ჯგუფი; აშქენაზი ებრაელები, რომლებიც ძირითადად 19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ აზერბაიჯანში, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს; ქართველი ებრაელები, რომლებიც 20 საუკუნის დასაწყისში ბაქოში დასახლდნენ[2].

აზერბაიჯანელი ებრაელები
יהדות אזרבייג'ן
Azərbaycan yəhudiləri
საერთო მოსახლეობა
10,000-30,000[1]
ენები ებრაული, აზერბაიჯანული, ჯუხურ-თათური, რუსული
რელიგიები იუდაიზმი
 
სინაგოგა ბაქოში

ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფების ებრაელები ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში: მთიელი ებრაელები, აშქენაზები და ქართველი ებრაელები. 1990 წელს ბაქოში გათხრებისას აღმოჩენილი იქნა იუდეველთა ადრეული ცნობები არქეოლოგთა მიერ. გათხრებისას აღმოჩენილია ებრაული კვარტლის ნაშთები და შაბრანის სინაგოგა, რომელიც მე -7 საუკუნით თარიღდება[3].

1810 წლიდან აშქენაზები ბაქოში დასახლდნენ[4]. ოფიციალური მონაცემებით, 1835 წელს ყუბაში ცხოვრობდა 2,718 ებრაელი, ხოლო ყუბის მაზრაში 2,774[5].

1897 წლის აღწერის მიხედვით, ბაქოში ცხოვრობდა 2,341 ებრაელი, ხოლო მაზრაში 154[6]. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისას 1918-1920 წლებში ებრაელი ევსეი გინდესი რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო[7].

მნიშვნელოვანი ზიანი ებრაულ მოსახლეობას აღმოსავლეთ კავკასიაში ნადირ შაჰმა მიაყენა[8]. 1731 წელს გუსარის აღებისას ებრაელებს ისლამი მიაღებინა. ნადირ შაჰის შეჭრის დროს მთიელი ებრაელების დასახლებები განადგურდა. ვინც შეძლო გაქცევა ყუბას შეაფარეს თავი და იქ დასახლდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ყუბის სახანოს ჰუსეინ ალი ხანის პატრონაჟის ქვეშ[9]. 2009 წლის აღწერის მიხედვით ებრაელების 93.5 % მშობლიურ ენად დაასახელა ებრაული ენა, რაც რუსიფიცირებული აშქენაზი ებრაელების ფონზე უჩვეულოა. აზერბაიჯანელი ებრაელების 19.3 % განაცხადა, რომ თავისუფლად ფლობენ რუსულ ენასაც[10].

ტოლერანტობა

რედაქტირება
 
მეჰრიბან ალიევა ებრაული საგანმანათლებლო ცენტრის პროექტის დათვალიერებისას. 31 მაისი, 2007 წელი, ბაქო

აზერბაიჯანელ იუდეველებისადმი თითქმის არასოდეს  ყოფილა ანტისემიტიზმის გამოვლინება. აზერბაიჯანის ებრაული საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ამჟამად, რესპუბლიკაში რამდენიმე სინაგოგა ფუნქციონირებს, არსებობს საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციის „სოხნუთის“ ფილიალი, საზოგადოება „აზერბაიჯანი-ისრაელი“. ებრაული თემებისა და აზერბაიჯანში ისრაელის საელჩოს დახმარებით, მრავალი კულტურული ღონისძიება ტარდება, გამოიცემა ებრაული ლიტერატურა[7].

2007 წლის 31 მაისს, ჰეიდარ ალიევის ფონდის პროექტის „ტოლერანტობის მისამართი — აზერბაიჯანის“ ფარგლებში, ფონდის პრეზიდენტის, მეჰრიბან ალიევას მონაწილეობით, ბაქოში მცხოვრები ებრაელი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დასრულდა 2010 წელს. 2010 წლის 4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მისმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევამ და დსთ-ს ებრაული თემების ფედერაციისა და საერთაშორისო ფონდ „ორ-ავნერის“ პრეზიდენტმა ლევ ლევაევმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის ცერემონიალში[11]. ცენტრი ასწავლის ებრაული კულტურის საფუძვლებს, რომელიც გათვლილია 450 მოსწავლეზე[12].

სინაგოგები ფუნქციონირებენ, როგორც აზერბაიჯანის დედაქალაქში, ასევე ქალაქებში ყუბა და ოღუზი. 2003 წლის 9 მარტს ბაქოში გახსნილი სინაგოგა ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია. 2003 წლის სექტემბერში ბაქოში პირველი ებრაული სკოლა გაიხსნა. 1987 წელს აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ებრაული ენის კურსები გაიხსნა. ბაქოსა და ყუბაში ფუნქციონირებს 5 ებრაული სკოლა, რომელშიც 1,450 მოსწავლე სწავლობს[13].

ყირმიზი ქასაბა

რედაქტირება
 
ძველი სინაგოგა ყირმიზი ქასაბაში

ყირმიზი ქასაბას (კრასნაია სლაბოდას) დასახლება, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ყუბის რაიონში, ებრაელთა კომპაქტური დასახლების ადგილი. სოფელში არსებობს სამი სინაგოგა და მიქვა, სადაც რიტუალურ ცერემონიალებს ასრულებენ. აქ ძირითადად დასახლებულინი არიან მთიელი ებრაელები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Azerbaijan Virtual Jewish History Tour en. ციტატა: „As of 2016, approximately 30,000 Jews live in Azerbaijan“ ციტირების თარიღი: 6 March 2017.
  2. Быстрое постарение продолжается, но есть исключение - Азербайджан
  3. სტატია Азербайджан ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
  4. სტატია Баку ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
  5. Куба, уездный город
  6. Баку
  7. 7.0 7.1 Расим МУСАБЕКОВ - Становление независимого азербайджанского государства и этнические меньшинства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2018-08-13.
  8. Российская еврейская энциклопедия. — Российская академия естественных наук. — Т. 5. — С. 248.
  9. სტატია горские евреи ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
  10. Быстрое постарение продолжается, но есть исключение - Азербайджан
  11. Президент Азербайджана Ильхам Алиев принял участие в открытии образовательного центра для еврейских детей "Хабад-Ор-Авнер" в Хатаинском районе Баку - trend.az
  12. Образовательный центр «Хабад-Ор-Авнер»
  13. Eurasia Diary: Почему в Азербайджане нет и не было антисемитизма?