ჰეიდარ ალიევის ფონდი
ჰეიდარ ალიევის ფონდი (აზერ. Heydər Əliyev Fondu) — საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა ხელმძღვანელობს. ფონდს სახელი ეწოდა აზერბაიჯანის ყოფილი ლიდერის ჰეიდარ ალიევის პატივსაცემად.[1] იგი ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 2004 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დააარსა.
ფონდის ლოგო
რედაქტირება2004 წლის ივნისში ჰეიდარ ალიევის ფონდის ლოგოს შესარჩევად კონკურსი ჩატარდა. კონკურსისთვის 2500-მდე ლოგო შეიქმნა. საბოლოო ჯამში ფონდის ლოგო ორი სხვადასხვა ლოგოს გაერთიანებით მიიღეს, რომელიც ალიევ ფაიღ ოღლუსა და კომპანიას „Deadline“ ეკუთვნოდა.
ჰეიდარ ალიევის ფონდზე გამოსახულია რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც ძველი შუმერული სიმბოლოა. ზოროასტრიზმში რვაქიმიანი ვარსკვლავის ფილოსოფიური მნიშვნელობა ცის, მიწის, წყლის, ჰაერის, მცენარის, ცხოველის, ადამიანისა და სახელის აღმნიშვნელია. ლოგოზე ორი ფერია: ლურჯი და ოქროსფერი. ლურჯი ცის, დემოკრატიის, სიწმინდის, გულწრფელობის, მშვიდობის, ეროვნულობის აღმნიშვნელია, ხოლო ოქროსფერი მზის, განვითარებისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა. ორივე ფერი ჰეიდარ ალიევის სურვილის შესაბამისადაა გამოყენებული.[2]
ფონდის სტრუქტურა
რედაქტირებაჰეიდარ ალიევის ფონდი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა. ფონდის სტრუქტურა კოლექტიური და ერთიანი მენეჯმენტის მეთოდებს აერთიანებს.
ფონდის აღმასრულებელი შტოს მეთაური პრეზიდენტია. ფონდის პრეზიდენტი არის ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენელი. იგი ადასტურებს პროგრამებს და მათ განხორციელებას მეთვალყურეობს და ფონდის სტრუქტურისა და საქმიანობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.[3]
აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობები მოიცავს ფონდის პრეზიდენტის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამის ჩარჩოში ფონდის საქმიანობათა მეთვალყურეობას. აღმასრულებელი დირექტორი ზედამხედველობს ფონდის პროგრამებსა და ღონისძიებებს. მისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებელი დირექტორი ფონდის წარმომადგენელიცაა.[3]
ფონდის ზედამხეედველობის ქვეშაა ექსპერტთა საბჭოც, რომელიც გადაწყვეტილებათა ეფექტურობას ზრდის. ექსპერტთა საბჭო სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს მოვალებაა ფონდის პრეზიდენტისთვის შესაბამისი მოსაზრებებისა და მოხსენებების მიწოდება. ექსპერტთა საბჭო მრჩეველი ორგანია.[3]
წარმომადგენლობითი ოფისები
რედაქტირებაწარმომადგენლობითი ოფისები საერთაშორისო მასშტაბით არაერთ ქვეყანასთან თანამშრომლობენ. ფონდის ოფისები მოქმედებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, რუსეთი, რუმინეთი და თურქეთი. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის იუნესკოსთან, განათლების, კულტურისა და მეცნიერების ისლამურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ფონდი უცხოურ პროექტებს ახორციელეს. წარმომადგენლობითი ოფისი რუმინეთში ზერბაიჯანისა და რუმინეთის პრეზიდენტების ძალისხმევით 2007 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა და ბუქარესტში მდებარეობს. რუმინეთის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორი იღბალ ჰაჯიევია. თურქეთის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორი დოქტორი სამი ჯაფაროვი. ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ლეილა ალიევა, რუსეთში წარმომადგენლობითი ორგანოს დირექტორიცაა.[4][5] [6][7]
ჰეიდარ ალიევის ფონდი მოიცავს იურიდიულ განყოფილებას, საფინანსო განყოფილებას, ასევე ჰუმანიტარული პროგრამების განყოფილებას, რომელიც თავის მხრივ სამ განყოფილებას: კულტურისა და ტურიზმის, სოციალური პოლიტიკისა და განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილებებს აერთიანებს. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილებებს. საჯარო ურთიერთობების განყოფილება იურიდულ და სამოქალაქო პირებთან თანამშრომლობისა და მას მედიასთან თანამშრომლობის განყოფილებებს მოიცავს. ოპერაციული დეპარტამენტი აერთიანებს ადამიანური რესურსების, ზოგად, ეკონომიკურ, ანლიტიკური ინფორმაციის, კვლევით და უსაფრთხოების განყოფილებებს.
ფონდის მიზნები
რედაქტირებაჰეიდარ ალიევის ფონდი მიზნად ისახავს აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას. ფონდი ამზადებს და ახორციელებს საგანმანათლებლო, კულტურულ, ჯანდაცვის, სპორტისა და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს. ფონდი ცდილობს უცხო ქვეყნების ფონდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჯარო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაზრდასა და პროექტების ერთად წარმართვას, ხელს უწყობს ადგილობრივი სოციალური პრობლემების გადაწყვეტას. ფონდი მიზნად ისახავს საზოგადოების წევრთა შორის ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შემოქმედებითობის აღმოჩენასა და განვითარებას, აზერბაიჯანის კულტურის დემონსტრირებასა და მორალური ღირებულებების დაცვას, მრავალმხრივი განათლების მეჩვეობით ბავშვებისა და თინეიჯერების სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, აზერბაიჯანის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებასა და რესპუბლიკისა და უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ურთიერთთანამშრომლობას. ფონდი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს, ქვეყანაში შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, საბავშვო, სამედიცინო და ჯანდაცვის ინსტიტუტთა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას. ჰეიდარ ალიევის ფონდი აწყობს კონფერენციებსა და სემინარებს აქტუალურ საკითხებზე როგორც რესპუბლიკის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ.
ფონდის აქტივობები
რედაქტირებაფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდის მიერ განხორციელებული აქტივობები მოიხსენია, როგორც „ფართო და მრავალმხრივი“, პროექტებთან ერთად, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სისტემების განვითარებას, აზერბაიჯაის საზღვარგარეთ წარმოჩენას, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.[8]
EurasiaNet-ის 2009 წლის სტატიის მიხედვით, „ჰეიდარ ალიევის ფონდი აზერბაიჯანის განათლების სამინისტროზე მეტ სკოლას და ჯანდაცვის სამინისტროზე მეტ საავადმყოფოს აშენებს, ხოლო კულტურის სამინისტროზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აწყობს“.[1] ფონდი აფინანსებს ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, ხელს უწყობს „ეკო-კულტურული ზონის“ მოწყობას, რომელიც თეთრი ქვიშის სანაპიროს, ფრენკ გერის ცათამბჯენისა და კასპიის ზღვის მიმდებარედ ბილიკების მოწყობასაც მოიცავს.[9]
ფონდმა საფრანგეთში არაერთი პროექტი განახორციელა, რომელთა ფარგლებშიც ლუვრსა და ვერსალის სასახლეს ფინანსურად დაეხმარა.[9] ფონდმა 40 000 € გადასცა სტრასბურგის საკათედრო ტაძარს, რომელიც ფანჯრების განახლებას მოხმარდა. 2011 წელს ფონდმა ბერლინის სასახლის განახლებისთვის 50 000 € გადარიცხა.
სხვა საერთაშორისო პროექტებს შორის აღსანიშნავია პაკისტანში მიწისძვრის შედეგად განადგურებული სკოლის აღდგენა[8] და 2011 წელს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში აზერბაიჯანული ხელოვნებისა და მუსიკის ღონისძიების ჩატარება.[10]
ჰეიდარ ალიევის ფონდი მონაწილებს გაბალის მუსიკალური ფესტივალის, უზეირ ჰაჯიბეკოვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და მსტისლავ როსტროპოვიჩის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებაში. 2016 წლიდან ფონდის ინიციატივით ბაქოს მარათონი ეწყობა.
ფონდის პრეზიდენტის, მეჰრიბან ალიევასა და ვატიკანის კულტურის მინისტრს, კარდინალ ჟანფრანკო რავაზის შორის 2012 წლის 22 ივნისს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ჰეიდარ ალიევის ფონდმა ვატიკანის კატაკომბების რესტავრაციის პროექტი დააფინანსა.[11][12]
გამოცემები
რედაქტირება2004-2014 წლებში ჰეიდარ ალიევის ფონდმა აზერბაიჯანის ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, სამზარეულოსა და ბუნების შესახებ რამდენიმე ბუკლეტი და წიგნი გამოსცა.[13][14][15]
“Singers of Garabagh” ყარაბაღის მუღამის სკოლის შესახებ მოგვითხრობს და ოთხ ენაზე:[16] აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი. წიგნის მიხედვით ჰეიდარ ალიევის ფონდმა მუსიკალური ალბომიც შექმნა. ალბომი 12 CD-ს შეიცავს, რომლებიც 24 მუსიკოსის მიერ შესრულებულ მუღამებს შეიცავს. პრეზენტაციის ცერემონია 2005 წლის მარტში, იუნესკოს შტაბ-ბინაში, პარიზში გაიმართა.[17]
ფონდმა გამოსცა მუსიკოს მსტისლავ როსტროპოვიჩისა დ გალინა ვიშნევსკაიას ქორწინების 50 წლისთვისადმი მიძღვნილი ალბომი და მუსიკოსთა 8 CD-ს, 3 DVD-სა და 1 მულტიმედიური CD-ს ქოვერები.[18]
ფონდმა გამოსცა ბუკლეტების კოლექცია „სიმართლე ყარაბაღის შესახებ“, რომელიც ხუთი ნაწილისგან შედგება: „ყარაბაღის ისტორიის მოკლე მიმოხილვა“, „ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისი“, „სომხური ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედება აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, „ხოჯალის გენოციდი“ და „სომხური აგრესიის შედეგები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“.[19][20]
ჰეიდარ ალიევის ფონდი მიერ გამოცემული წიგნი „ომი და ჩვენი ისტორიული კულტურული ძეგლები“ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ისტორიული ძეგლების, მეჩეთებისა და ტაძრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. კულტურული ადგილების გამოკვლევებში არაერთი სპეციალისტი და მეცნიერი მონაწილეობდა, მათ შორის იმ ძეგლების გამოკვლევაშიც, რომლებიც სომხებმა დააზიანეს.
2010 წელს ფონდმა წიგნი „აზერბაიჯანი“ გამოსცა. წიგნში აზერბაიჯანის ძველი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და აზერბაიჯანელთა ეთნოგრაფიული მახასიათებლების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი და მოიცავს ათასზე მეტ ფოტოს და შვიდ ენაზეა ხელმწისაწვდომი: აზერბაიჯანულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და არაბულ ენებზე.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Abbasov, Shahin. Azerbaijan: Foundation Finances Renovations at Versailles, Strasbourg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 28 June 2011.
- ↑ Logo of Foundation.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Structure of the Foundation.
- ↑ „Head of Heydar Aliyev Foundation`s Russia Office fulfills Russian girl`s dream“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-14.
- ↑ „Azerbaijan Research Centre supported by Heydar Aliyev Foundation opens in Romania“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-14.
- ↑ „Representative Office of Azerbaijani Heydar Aliyev Foundation Opens in Bucharest“. Trend.Az (ინგლისური). 2007-09-25. ციტირების თარიღი: 2018-03-14.
- ↑ Foundation for Success. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-14. ციტირების თარიღი: 2018-03-14
- ↑ 8.0 8.1 Alakbarov, Anar. Executive Director of Heydar Aliyev Foundation: The Foundation relies on the people’s support and becomes stronger from this confidence. APA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2012. ციტირების თარიღი: 3 July 2011.
- ↑ 9.0 9.1 Abbasov, Shahin. Azerbaijan: Ex-Guggenheim Director Betting on Bilbao-Style Project for Baku. Eurasia Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 June 2011.
- ↑ Leyla Aliyeva: The Heydar Aliyev Foundation will be holding similar events all around the world to expose people to Azerbaijani culture. APA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2012. ციტირების თარიღი: 4 July 2011.
- ↑ News from the Vatican - News about the Church - Vatican News en. ციტირების თარიღი: 2018-03-20
- ↑ The Heydar Aliyev Foundation and Vatican signed a bilateral agreement on restoration of Roman catacombs en. ციტირების თარიღი: 2018-03-20
- ↑ Heydar Aliyev Foundation - Publications en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-07. ციტირების თარიღი: 2019-12-07.
- ↑ heydar aliyev foundation - Iberlibro es. ციტირების თარიღი: 2018-03-20
- ↑ Heydar Aliyev Foundation - AbeBooks en. ციტირების თარიღი: 2018-03-20
- ↑ Digital Audiovisual Archives. Wiley-ISTE. ISBN 9781848213388.
- ↑ The Heydar Aliyev Foundation developed a music album entitled ‘Singers of Garabagh’ en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 2019-12-07.
- ↑ The Heydar Aliyev Foundation developed an album dedicated to the 50th anniversary of the marriage of Mstislav Rostropovich and Galina Vishnevskaya en. ციტირების თარიღი: 2018-03-20
- ↑ „HEYDAR ALIYEV FOUNDATION PUBLISHED "THE KARABAKH REALITIES" COLLECTION IN JAPANESE“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-20.
- ↑ Series `true facts about Garabagh` published en. ციტირების თარიღი: 2018-03-20
- ↑ A ceremony of presentation of the publication "Azerbaijan" developed as part of a project by the Heydar Aliyev Foundation was held en. ციტირების თარიღი: 2018-03-20