ბაქოს მარათონი
ბაქოს მარათონი (აზერ. Bakı marafonu) — მორბენალთა ყოველწლიური მარათონი, რომელიც ტარდება ბაქოში 2016 წლიდან ჰეიდარ ალიევის ფონდის ინიციატივით[1].
მარათონის ორგანიზების ინიციატორები იყვნენ ბაქოს ბულვარის ოფისი, ჰეიდარ ალიევის ფონდი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი[2]. ბაქოს მარათონი 2016 დაიწყო სახელმწიფო დროშის მოედანზე და დასრულდა ოლიმპიურ სტადიონზე[3]. მონაწილეებმა ირბინეს დაახლოებით 21 კმ. მარათონის მონაწილეებს შორის იყვნენ ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, სპორტსმენები. 2016 წლის მარათონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 7000-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო.
პირველ მარათონში აზერბაიჯანის მოქალაქეების გარდა, აზერბაიჯანში მცხოვრები და მოღვაწე 500-ზე მეტი უცხოელი ჩაერთო. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმაც მიიღეს.
მეორე ბაქოს მარათონი 2017 წლის 30 აპრილს გაიმართა. მარათონის მანძილი იყო 21 კილომეტრი[4].
მესამე მარათონი გაიმართა 2018 წლის 13 მაისს[5], მეოთხე 2019 წლის 5 მაისს[6]. 2020 წლის მარათონი COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა[7].
მეექვსე მარათონი 2023 წლის 7 მაისს იგეგმება[8].
დაჯილდოების ცერემონია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს. ჯილდოები გაიცემა ორ კატეგორიაში: მამაკაცებსა და ქალებს შორის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bakı Marafonu დაარქივებული 2023-03-17 საიტზე Wayback Machine. - ბაქოს მარათონის ოფიციალური ვებ-გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ В Азербайджане прошел "Бакинский марафон 2016"
- ↑ Бакинский Марафон - 2016
- ↑ Завершился проведенный по инициативе Фонда Гейдара Алиева «Бакинский марафон 2016». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-21. ციტირების თარიღი: 2023-03-16.
- ↑ Завершился Бакинский Марафон-2017
- ↑ В Баку прошел марафон с участием россиян и представителей посольства
- ↑ Стартовал Бакинский марафон-2019
- ↑ Стадионы на замке: как спорт-индустрия в Азербайджане переживает режим карантина?
- ↑ Bakı Marafonu - 2023 başlayır!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-17. ციტირების თარიღი: 2023-03-16.