საბირაბადის რაიონი
საბირაბადის რაიონი — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი, რომლის დედაქალაქი მდებარეობს მდინარეების არაქსისა და მტკვრის შესართავთან. დაბალი სიმაღლის ზონა დამოკიდებულია არხებსა და კაშხლებზე, რომლის დაზიანებამაც 2010 წელს გამოიწვია რეგიონის რამდენიმე სოფლის დატბორვა. [1][2] მოსახლეობა შეადგენს 155 400 ადამიანს.[3][4]
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
საბირაბადის რაიონი აზერ. Sabirabad rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | საბირაბადი | |
კოორდინატები | 39°59′39″ ჩ. გ. 48°36′15″ ა. გ. / 39.99417° ჩ. გ. 48.60417° ა. გ. | |
მმართველი | Siraqaddin Jabbarov | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1469.6 კმ² | |
მოსახლეობა | 180 458 (2024) | |
სატელეფონო კოდი | 994 21 | |
საფოსტო ინდექსი | AZ 5400 | |
საავტომობილო კოდი | 54 | |
ოფიციალური საიტი | http://www.sabirabad-ih.gov.az | |
| ||
ისტორია
რედაქტირებასაბირაბადის ტერიტორია მდიდარია უძველესი ძეგლებით და დასახლებული პუნქტებით. რაიონში გათხრების შედეგად ნაპოვნია უძველესი ნეკროპოლისი, ისევე როგორც დასახლებული პუნქტები, რომლებიც თრიღდება ძვ.წ V-I, V-II საუკუნეებით. ასევე მასალები, რომლებიც სოფლის „შაჰარღას“ ადგილას იქნა ნაპოვნი, ცხადყოფს, რომ უძველესი აღმოჩენები XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება.
რაიონის ყველაზე დიდი სოფელი ჯავადია, რომელიც ადრე ისტორიული ქალაქი იყო. როდესაც აზერბაიჯანი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, 1988 წელს რუსები გარკვეული ნაწილი დასახლდა ჯავადში, რეგიონს კი პეტროპავლოვკა დაერქვა.
საბირაბადის ოლქის ორგანიზება ჩატარდა 1930 წლის 8 აგვისტოს. 1931 წლის 7 ოქტომბერს პეტროპავლოკვას სახელი დაერქვა ცნობილი აზერბაიჯანული სატირული პოეტის მ.ა. საბირის პატივსაცემად, აზერბაიჯანის ცენტრალური კომისიის ბრძანებულებით. საათლის რაიონი შეუერთდა საბირაბადს 1963 წლის 4 იანვარს და ეს გაგრძელდა 1965 წლის 14 იანვრამდე. ქალაქის ცენტრს ქალაქის ტიპის დასახლების სტატუსი 1952 წლის 7 ნოემბერში მიენიჭა, ხოლო 1959 წლის 4 დეკემბრიდან რაიონი სახელ საბირაბადს ატარებს.[5]
გეოგრაფია
რედაქტირებარაინონი მდებარეობს მუღანის დაბლობის სამხრეთ ნაწილში.[6] ჩრდილოეთით 30 კილომეტრით დაშორებით რაიონი ესაზღვრება ქურდამირის რაიონს, ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრის დაშორებით შემახის რაიონს, სამხრეთით 24 კილომეტრით ქალაქ შირვანს, სამხრეთ-დასავლეთით 48 კმ დაშორებით სალიანის რაიონს, სამხრეთით 18 კმ-ით ბილიასუვარის რაიონს, აღმოსავლეთით 136 კმ-ის დაშორებით საათლის რაიონს და 8 კმ-ის მანძილით იმიშლის რაიონს. მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმართულებით 66 კმ-ია, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 24 კმ. რაიონის ტერიტორიის ნაწილი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შირვანის დაბლობში მდებარეობს. [7]
დემოგრაფია
რედაქტირებასახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, მოსახლეობა 174 800 ადამიანს შეადგენდა, რაც გაიზარდა 36 400 ადამიანით (დაახლოებით 26 პროცენტით) 2000 წლიდან მოყოლებული, მაშინ მოსახლეობის რაოდენობა 138 400 ადამიანს შეადგენდა.[8]მთლიანი მოსახლეობიდან 87 800 კაცია, ხოლო 87 000 ქალი.[9]მოსახლეობის 13 პროცენტზე მეტს შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Flooding in Sabirabad
- ↑ Sarisu waters burst through dam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2019-10-14.
- ↑ „Sabirabad rayonu“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21.
- ↑ „Sabirabad rayonu“. The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-05.
- ↑ Tarixi - SABİRABAD RAYON Icra Hakimiyyəti. ციტირების თარიღი: 2018-12-21
- ↑ „Sabirabad Rayon“. discoverazerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-11.
- ↑ „Sabirabad Rayon“. azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25.
- ↑ Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18