ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი
ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილ-წერეთელი(დ. 6 სექტემბერი [ძვ. სტ. 25 აგვისტო], 1849, თბილისი ― გ. 7 თებერვალი, 1932, იქვე) — ქართველი საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 აგვისტო (6 სექტემბერი), 1849 |
დაბადების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 7 თებერვალი, 1932 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
საქმიანობა | საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათბილისში დაამთავრა ჯერ ფავრის პანსიონი, შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი (1865). იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ აქტიური წევრი., „მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა“ და ქალთა საზოგადოება „განათლების“ დამმარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 ჟურნალ „ნობათში“ თანამშრომლობდა. 1890 დააარსა ჟურნალ „ჯეჯილი“, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში იყო ჟურნალ „კვალის“ თანარედაქტორი.
თუმანიშვილ-წერეთლის პირველი თარგმანი (ალფონს დოდეს მოთხრობა „მარშლის გულმტკივნეულება“) დაიბეჭდა 1876, პირველი ორიგინალური მოთხრობა „მამის მსხვერპლი“ — 1880. მას ეკუთვნის ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები (კრებული „მოლაღური“, 1887; „ხუთი ამბავი“, 1888; „კონა“, 1823; „ცხოვრების გამჭრიახობა“, 1924; „ყვავილი“, 1926 და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ხელთუბნელი მ., საბავშვო ლიტერატურის მოამაგის ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1941;
- ალანია ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 10.