სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნობათი (მრავალმნიშვნელოვანი).

„ნობათი“ — ყოველთვიური ქართული საბავშვო ჟურნალი, გამოდიოდა 1883–1885 წლებში თბილისში. რედაქტორი-გამომცემელი — ანდრია ღულაძე. ჟურნალში იბეჭდებოდა საბავშვო ლექსები, მოთხრობები, მოგონებები, ზღაპრები, ლეგენდები, წერილები; დართული ჰქონდა გასართობები, ანდაზები, გამოცანები, რებუსები, ნახატები და სხვა. თანამშრომლობდნენ რაფიელ ერისთავი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, მოსე ჯანაშვილი, ალექსი მირიანაშვილი, დიმიტრი ჯანაშვილი, გიორგი წერეთელი, პარმენ თვალჭრელიძე, ალექსი ჭიჭინაძე, ანასტასია ერისთავი და სხვანი.

ჟურნალ „ნობათის“ პიველი ნომერი (25 მარტი, 1906 წ.).

„ნობათი" პირველი ქართული საბავშვო ჟურნალი იყო. სულ გამოვიდა შემდეგი ნომრები:[1]

  • 1883: სანიმუშო ნომერი , 64 გვ.
  • 1884: №№ 1, 2,3,4,5-7, 7-8-9, 10-11-12
  • 1885: №№ 1, 2,3-4-5

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ნობათი“ — „ივერიელის“ ბიბლიოთეკა.
  1. ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819–1845 / შემდგ. გ. ი. ბაქრაძე, რედ. ვ. ი. ეგნატაშვილი, თბ., 1947. — გვ. 9.