თრუსოს უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
(გადამისამართდა გვერდიდან თრუსო)
თრუსოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედისა და ხოხის ქედის შემაერთებელ თრუსოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3150 მ. საცალფეხო გადასასვლელი თერგის ხეობიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ლიახვის ხეობაში (ჯავის მუნიციპალიტეტი). უღელტეხილის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
თრუსოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°39′00″ ჩ. გ. 44°14′21″ ა. გ. / 42.65000° ჩ. გ. 44.23917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3150 მ |
ქედი | თრუსოს ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 113.