თორია
თორია — სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის თემში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრი, ნინოწმინდიდან 15 კმ–ზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 620 კაცი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
თორია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ეშტია |
კოორდინატები | 41°22′09″ ჩ. გ. 43°34′28″ ა. გ. / 41.36917° ჩ. გ. 43.57444° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1880 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 491[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მნიშვნელოვანია სოფლის თავზე, მთაზე არსებული ციკლოპური ციხის ნაშთები. შემორჩენილია კედლები. შეიმჩნევა რთული კომპლექსი. იმავე მთაზე არის სამლოცველო, რომელშიც ძველი საკურთხეველია.
სოფელში ყოფილა ქართული ეკლესია, რომლის დუღაბიღა შემოგვრჩა. ერთი საბუთით (ს. ჯიქია) 1847 წელს თორიაში ჯერ კიდევ არავინ ცხოვრობდა. ე.ი. ეკლესია იდგა. დაანგრიეს იგი და მისი ქვებით ააშენეს ახალი წმ. დომინიკეს სალოცავი. კედლებში ჯერ კიდევ შეიმჩნევა ქართული ეკლესიის ძველი დამუშავებული ქვები. იქვეა ქართული სასაფლაოს ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 364-365.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2010-07-07.