ედიშერ თოლორაია
ედიშერ თოლორაია (დ. 22 აგვისტო, 1978) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.
ედიშერ თოლორაია | |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 18 ნოემბერი, 2016 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
დაბადებული | 22 აგვისტო, 1978 სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
განათლება | ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1978 წლის 22 აგვისტოს. დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით. 2002-2004 წლებში იყო ზუგდიდის გამგებლის მრჩეველი, გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი და გამგეობის დარგობრივი ეკონომიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2006 წელს იყო ზუგდიდის გამგეობის არასამთსავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. 2007 წელს — საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწუფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზუგდიდის რაიონული განყოფილებაში სააგენტოს უფროსი. 2011 წელს იყო სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. 2012-2014 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2014-2016 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (გარშემო ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედიშერ თოლორაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ედიშერ თოლორაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.