თინათინ გოგოლაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაშვილი.

თინათინ შალვას ასული გოგოლაშვილი (დ. 23 მარტი, 1919, დაბა ხარაგაული, — 26 დეკემბერი, 2011, თბილისი) — ქართველი პიანისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1961).

თინათინ გოგოლაშვილი
დაბადების სახელი თინათინ გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1919
დაბა ხარაგაული
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 2011 (92 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პიანისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1938 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ანასტასია ვირსალაძის საფორტეპიანო კლასი). 1935 წლიდან იყო საქართველოს რადიოკომიტეტის, ხოლო 1938 წლიდან — საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1957 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის, 1991 წლიდან კი — ხელოვნების აკადემიის პედაგოგი. გამართული აქვს 100-ზე მეტი კონცერტი; ასევე ეწეოდა საგასტროლო მოღვაწეობას. გარდა მსოფლიო კლასიკოსებისა, გოგოლაშვილი იყო მრავალი ქართველი კომპოზიტორის (ანდრია ბალანჩივაძის, ალექსი მაჭავარიანის, არჩილ კერესელიძის, ალექსანდრე შავერზაშვილის და სხვ.) საფორტეპიანო ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება