თინათინ ბოლქვაძე
თინათინ ბოლქვაძე (დ. 29 ნოემბერი, 1918, ოზურგეთი — გ. 11 მარტი, 2003[1]) — ქართველი მსახიობი, საქართველოს და აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1976).
თინათინ ბოლქვაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | თინათინ ბოლქვაძე |
დაბადების თარიღი |
29 ნოემბერი, 1918 ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 11 მარტი, 2003 (84 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1949–2003 |
მშობლები | მამა: ალექსი ბოლქვაძე |
ჯილდოები | საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტი (1971) |
ბიოგრაფიარედაქტირება
1940 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1940–1948 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1949 წლიდან კი ჭანბას სახელობის სოხუმის თეატრის (ქართული დასი) მსახიობი იყო. შესრულებული აქვს როლები: ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გულიკო (გენო ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), სმერალდინა (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), ნინო (მარიკა ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“), კატრინი (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ლილი ბელი (პატრიკის „უცნაური მისის რევიკი“), ნასტია (აკაკი გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“), მარგარიტი (ანატოლ ფრანსის „მუნჯი ცოლი“) და სხვა.
ჯილდოებირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 457.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 11 მარტი, 2003, N64(4443), გვ 8. თინათინ ბოლქვაძე: ნეკროლოგი