თიანეთის ნამოსახლარი

თიანეთის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ბაღიანების უბნის ჩრდილოეთით, დიდგორის ხევის ნაპირზე. განეკუთვნება XI–XII საუკუნეებს.

1964 წელში სადაზერვო გათხრები ჩაატარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა დ. მუსხელიშვილი. ხევის ორივე ნაპირზე გაჭრილ თხრილებში გამოვლინდა კლდის ქვითა და დუღაბით ნაგები კედლის ნაშთები. ერთ-ერთ კედელთან აღმოჩნდა ჩაკირული ქვევრის ნაწილი. ნამოსახლარზე გამოვლინდა მოჭიქულიდა მოუჭიქავი ჯამების, ქოთნებისა და ხელადების ნატეხები. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზასა და თიანეთის მხარეთმცმოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება