თეოდოს III
თეოდოს III — დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მეფე დაახლოებით 975-978, გიორგი II-ის ძე.
თეოდოს III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 975 |
მმართ. დასასრული: | 978 |
წინამორბედი: | დემეტრე III |
მემკვიდრე: | ბაგრატ II |
მამა: | გიორგი II |
ბავშვობიდანვე ბიზანტიაში იზრდებოდა. ლეონ III-ის გარდაცვალების (967) შემდეგ მესხეთის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მსხვილ ფეოდალთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგი იყო, თეოდოსი დაუპირისპირა ძმას - ახალგამეფებულ დემეტრე III-ს. ტახტისათვის ბრძოლაში თეოდოსი დამარცხდა. დემეტრე III-ის ბრძანებით იგი დააბრმავეს (ამიტომ წყაროებში მოიხსენიება როგორც „თვალდამწვარი“, „მწეხარე“). თეოდოსი გამეფდა უძეოდ გარდაცვლილი დემეტრე III-ის შემდეგ. ბრმა მეფის მმართველობას ფეოდალური ანარქიის გაძლიერება მოჰყვა.ქართლში,რომელიც ამ დროს აფხაზთა მეფის გავლენის ქვეშ იყო, კახელებმა ილაშქრეს და უფლისციხეს მიადგნენ. ქართლის დიდებულის, ივანე მარუშისძის რჩევით დავით III-მ დაიკავა ქართლი და იქ მისი შვილობილი, ბაგრატ II გაამეფა 975 წელს. 978 წელს კი, იგივე ივანე მარუშისძის ინიციატივით ბაგრატ II დასავლეთ საქართველოში გადავიდა და საკუთარი ბიძის, თეოდოს III-ის ადგილი დაიკავა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ II-მ ტახტიდან გადაყენებული თეოდოს III 978 წელს ტაოში გაგზავნა დავით III კურაპალატთან. ამის შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 653.
წინამორბედი: დემეტრე III |
აფხაზეთის მეფე 975 - 978 |
შემდეგი: ბაგრატ II |