თენგიზ მუშკუდიანი
თენგიზ მუშკუდიანი (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023, იქვე) — ქართველი საოპერო მომღერალი (ბანი), მსახიობი, პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1996).
თენგიზ მუშკუდიანი | |
---|---|
თენგიზ მუშკუდიანი ფილმში „აბეზარა“ | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1927 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 2 ივლისი, 2023 (96 წლის)[1] |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1951 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1955 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტია. მისი შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“), ხევისბერი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), შერგილი (რ. ლაღიძის „ლელა“), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი“). სასცენო კარიერის დასრულების შემდეგ განაგრძო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა. 1985-2005 წლებში იყო თბილისის პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორი. გადაღებულია ფილმებში.
2016 წლის 14 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის ვარსკვლავი.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებაფილმოგრაფია
რედაქტირება- 1956 — „აბეზარა“ — არქიტექტორი
- 1969 — „დიდოსტატის მარჯვენა“ — ჭიაბერი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი“. რადიო თავისუფლება. 2023-07-02. ციტირების თარიღი: 2023-07-03.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №412. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-03. ციტირების თარიღი: 2023-07-03.