თენგიზ ირემაძე (დ. 9 მარტი, 1973, სოხუმი, საქართველო) — ქართველი ფილოსოფოსი. მისი კვლევის ძირითად სფეროებს განეკუთვნება: ცნობიერების ფილოსოფია, ქრისტიანული ფილოსოფია, ინტელექტის თეორია, ომისა და მშვიდობის ფილოსოფია, მედიის სოციოლოგია და ფილოსოფიური ურბანისტიკა. იგი ასევე იკვლევს შუა საუკუნეების, ახალი დროისა და თანამედროვე ეპოქის ქართულ და ევროპულ ფილოსოფიებს. ამავდროულად, თენგიზ ირემაძე კავკასიური ფილოსოფიის ისტორიულ და სისტემურ ანალიზს აწარმოებს. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ენებზე.

თენგიზ ირემაძე
დაბ. თარიღი 9 მარტი, 1973(1973-03-09)[1] (51 წლის)
დაბ. ადგილი სოხუმი
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა ფილოსოფოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1993-1998 წლებში თენგიზ ირემაძე სწავლობდა ფილოსოფიასა და სოციოლოგიას ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის აკადემიურ მასწავლებელთაგან აღსანიშნავია ქართველი ფილოსოფოსი გურამ თევზაძე. თავის სადიპლომო ნაშრომში თენგიზ ირემაძემ ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ ინტერპრეტაცია გადმოსცა.[2] 2003 წელს, ბოხუმის რურის უნივერსიტეტში პროფ. ბურკჰარდ მოიზიშის (1944–2015) ხელმძღვანელობით,[3] მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში. პროკლეს ფილოსოფიის რეცეფცია შუა საუკუნეების გერმანულ და ქართულ აზროვნებაში: დიტრიხ ფრაიბერგელი — ბერთოლდ მოსბურგელი — იოანე პეტრიწი“.[4]

2007 წლიდან თენგიზ ირემაძე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) პროფესორი ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ამავე უნივერსიტეტში. 2015 წელს იგი გახდა ფილოსოფიის პროფესორი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (ფოთი, საქართველო), აქვე იგი ხელმძღვანელობს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს. თენგიზ ირემაძე არის არაერთი ფილოსოფიური სერიის მთავარი რედაქტორი და გამომცემელი საქართველოსა და ევროპაში. 2014 წლიდან იგი, გერმანელ ფილოსოფოსებთან, უდო რაინჰოლდ იეკთან და ჰელმუტ შნაიდერთან ერთად, გამოსცემს სამეცნიერო სერიას „ფილოსოფია და სოციალური თეორია“ (ბერლინი, გამომცემლობა „ლოგოსი“).[5]

თენგიზ ირემაძის ნაშრომები ეძღვნება ანტიკურ ფილოსოფიასა (პითაგორა, პლატონი, არისტოტელე) და გვიანანტიკურ პერიოდს (პროკლე), ასევე, შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიას (იოანე პეტრიწი)[6] და ლათინურენოვანი დასავლეთის ქრისტიანულ აზროვნებას (დიტრიხ ფრაიბერგელი, ბერთოლდ მოსბურგელი),[7] ფრიდრიხ ნიცშესა (2006 წ.) და ვალტერ ბენიამინის (2008 წ.) აზროვნებას. ნიცშეს ფილოსოფიას თენგიზ ირემაძემ არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა. გარდა ამისა, მან ქართულ ენაზე თარგმნა გ. ვ. ლაიბნიცის, ვ. ბენიამინის, ჰ. ბლუმენბერგის, ა. გლუკსმანის მცირე ნაწარმოებები და ე. მაისტერის ლექსები. მისი რედაქტორობით ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ფრიდრიხ ნიცშეს, ალექსის დე ტოკვილის, თომას პეინის, ბენჯამინ ფრანკლინის, თომას ჯეფერსონის, ჯეიმზ უილსონის, ბენჯამინ რაშის, ჯონ დიუის, ფრენსის ბეკონის, ანრი ბერგსონის, კარლ შმიტის, ლეო შტრაუსის, ჰანა არენდტის, ნიკლას ლუმანის, ალენ ბადიუს, და სხვ. შრომები.

თენგიზ ირემაძე არის 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. იგი არის ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.[8] მისი ნაშრომები გამოცემულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ, უკრაინულ, ბულგარულ ენებზე. მისი სტატია იოანე პეტრიწის შესახებ სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიაშია გამოქვეყნებული.[9] მიუხედავად იმისა, რომ მისი სადოქტორო ნაშრომი ცალსახად ფილოსოფიის ისტორიის სფეროს განეკუთვნება, გვიანდელ პერიოდში მან ყურადღება დაუთმო სისტემურ ფილოსოფიურ გამოკვლევებს. იგი მუშაობს როგორც კლასიკურ, ასევე, თანამედროვე ფილოსოფიის პრობლემებზე.

ფილოსოფიური კვლევის მიმართულებები

რედაქტირება

ფილოსოფიის ისტორიის ინტერკულტურული კონტექსტი

რედაქტირება

თავის სადოქტორო ნაშრომში (2003 წ.) თენგიზ ირემაძემ საგანგებო ყურადღება გაამახვილა ინტერკულტურული ფილოსოფიის ცნებაზე. აღნიშნულ ნაშრომში მან გააანალიზა გვიანდელი ანტიკური ფილოსოფოსის პროკლეს ერთ-ერთი ცენტრალური კონცეპტის (აზროვნების თეორია) რეცეფციის ისტორია შუა საუკუნეების ლათინურენოვან დასავლეთში და თავის კვლევაში ჩართო „თეოლოგიის საწყისებთან“ დაკავშირებული ძველი ქართული ტექსტებიც (პროკლეს ამ ნაშრომის იოანე პეტრიწისეული თარგმანი და მისი კომენტარი).[10] აქ ინტერკულტურული შედარების შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესო პერსპექტივას ქმნიდა, რადგან განვითარების ორივე ხაზი (დასავლეთ ევროპული და ქართული) დამოუკიდებლად არსებობდა და მათ შეხების საერთო წერტილი არ ჰქონიათ.[11] საერთო იყო ის, რომ ორივე მათგანი ერთ გვიანანტიკურ ავტორს (პროკლეს) ემყარებოდა. თენგიზ ირემაძის მიხედვით, სწორედ აქ, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ენობრივი კულტურების წიაღში, შესაძლებელი იყო პროკლეს ფილოსოფიის რეცეფციის ამ ეპიზოდში არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების ოპტიმალური კვლევა. [12]

კავკასიური ფილოსოფია

რედაქტირება

კვლევის ეს მიმართულება თენგიზ ირემაძემ განავითარა თავის ნაშრომში „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“ (2013), რომელშიც „გზაგასაყარის“ ცნებაზე დაყრდნობით მან ახალი ფილოსოფიური კონცეპტი შემოიტანა.[13] აღნიშნულ ნაშრომში თენგიზ ირემაძემ ერთმანეთს დაუკავშირა ისტორიული გამოკვლევები და სისტემური ანალიზი და „კავკასიური ფილოსოფიის“ მეთოდოლოგიური წანამძღვრები ჩამოაყალიბა. მან კავკასიური აზროვნება განიხილა როგორც მთლიანობა და, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილა იმ მოაზროვნეებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს კავკასიის ქვეყნებს შორის ნაყოფიერი ფილოსოფიური ურთიერთობების განვითარებას.[14] ნაშრომის შესავალ განაზრებებში თენგიზ ირემაძე აყალიბებს მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და განიხილავს „გზაგასაყარის“ საკვანძო ცნებას:

 
„[გზაგასაყარი] ის ტოპოსია, რომელიც განსხვავებული კულტურების, შეხედულებებისა და მსოფლმხედველობების შეყრისა და გაყრის ადგილად შეიძლება გავიგოთ. [...] ეს ის ამოსავალი წერტილია, სადაც იგივესა და სხვის მარადიული შეყრა და გაყრა, მაშასადამე, მათი ნამდვილი შეხვედრა ხდება. გზაგასაყარი ინტერკულტურული დიალოგის აღმნიშვნელ კონცეპტადაც კი შეიძლება იქცეს. თუკი სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მატარებელ პიროვნებებს შორის ნამდვილი კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების პროცესი შესაძლებელია, მაშინ ეს აუცილებლად გზაგასაყარზე (მო)ხდება. [...] ტერმინი „გზაგასაყარი“ ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების დასახასიათებლადაც გამოდგება. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს მეტაფორა ყველაზე კარგად გამოხატავს ქართული აზროვნების ხასიათს: საქართველო, როგორც ევროპული და არაევროპული, დასავლური და აღმოსავლური კულტურების თავშეყრისა და ურთიერთგაგების ტოპოსი. ფილოსოფოსობა და სიბრძნისმეტყველება კონცეპტუალურ და ეპისტემოლოგიურ ზღვარზე, სხვადასხვა კულტურათა, რელიგიათა და ტრადიციათა გზაგასაყარზე - აი, სად უნდა ვეძიოთ ქართული აზროვნების თავისთავადი და თვითმყოფადი ხასიათი.“
  • Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus. Zur Rezeption der Proklischen Philosophie im deutschen und georgischen Mittelalter: Dietrich von Freiberg – Berthold von Moosburg – Joane Petrizi (Bochumer Studien zur Philosophie, Bd. 40), Amsterdam/Philadelphia: B. R. Grüner Publishing Company, 2004, ISBN 9789060323694.
  • ფრიდრიხ ნიცშე: „ესე იტყოდა ზარატუსტრა“: ტექსტი და კონტექსტი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2006, ISBN 99940-890-1-3.
  • Der Aletheiologische Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neuen Denkansätze, Tbilisi: Verlag „Nekeri“, 2008 (auf Deutsch), ISBN 978-9941-404-41-2.
  • ვალტერ ბენიამინი. ცხოვრება - მოღვაწეობა - აქტუალობა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2008, ISBN 978-9941-404-20-7.
  • (თანაავტ.) რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, პირველი გამოცემა, 2010, ISBN 978-9941-416-71-2;
  • ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გიორგი თავაძემ, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013, ISBN 978-9941-436-81-9.
  • ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013, ISBN 978-9941-436-55-0.
  • (თანაავტ.) ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014, ISBN 978-9941-0-7227-7.
  • პითაგორა კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2014. ISBN 978-9941-457-32-6.
  • (თანაავტ.) ფილოსოფიური ურბანისტიკა, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2014, ISBN 978-9941-457-01-2.
  • ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია და მისი გაგების პერსპექტივები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2015. ISBN 978-9941-6-1721-9
  • რელიგია - შემწყნარებლობა - სახელმწიფო, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2016. ISBN 978-9941-457-66-1.
  • შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019, ISBN 978-9941-8-1633-8.
  • ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020, ISBN 978-9941-8-2898-0.
  • იოანე პეტრიწის ფილოსოფია. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021, ISBN 978-9941-8-3091-4.
  • შუა საუკუნეების ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2022, ISBN 978-9941-8-4761-5.

რჩეული სტატიები

რედაქტირება
  • The Pythagorean Doctrine in the Caucasus, in: Pythagorean Knowledge from the Ancient to the Modern World: Askesis, Religion, Science, edited by A.-B. Renger and A. Stavru (Episteme in Bewegung. Beiträge zu einer transdisziplinären Wissensgeschichte, Bd. 4), Wiesbaden, 2016, pp. 411-422.
  • თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში, იხ.: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016, გვ. 204-217.
  • Die erkennende Seele des Menschen und ihre Funktion im Proklos-Kommentar von Joane Petrizi, in: «Quaestio», 15 (2015): The Pleasure of Knowledge, edited by P. Porro and L. Sturlese, Turnhout, 2015, pp. 201-209.
  • Antikes Wissen und modernes Bewußtsein als hermeneutisches Problem in der georgischen Philosophie des 18. Jahrhunderts: Anton Bagrationi und sein philosophisches Werk, in: Hermeneutik aus chinesischer und westlicher Perspektive. Gedenkenschrift zum 10. Todesjahrs Hans-Georg Gadamers (1900-2002), hrsg. von Pan Derong, East China of Normal University, Shanghai, 2014, S. 197-206 (mit einer chinesischen Zusammenfassung).
  • ევროპული ძალისხმევა, იხ.: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, მეორე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 198-204.
  • Zur Rezeption und Transformation der Aristotelischen und Proklischen Ursachenmodelle bei Joane Petrizi, in: Archiv für mittelalterliche Philosophie und Kultur, Heft XVII, hrsg. von T. Boiadjiev, I. Christov, G. Kapriev und A. Speer, Sofia, 2011, S. 96-111.
  • ინდივიდუალიზმი თუ ინტერსუბიექტურობა? (ნიცშე და კანტი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში), იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები და წინათქმის ავტორები: მ. თავხელიძე, თ. ირემაძე, თბილისი, 2011, გვ. 110-123.
  • იდეების მსხვრევა. – თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში (ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი), იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე, დოდო ლაბუჩიძე, თენგიზ ირემაძე, რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მოტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი, 2010, გვ. 114-130.
  • Hegel in Georgien. Schalwa Nuzubidse und seine Hegel-Studien, in: Jahrbuch für Hegelforschung, Bd. 12-14, hrsg. von H. Schneider, Academia Verlag, Sankt Augustin, 2010, S. 267-273.
  • მყოფი თუ ყოფნა? (მეტარეფლექსიები იოანე პეტრიწის „განმარტებაის“ შესახებ), იხ.: ფილოსოფია – დიალექტიკა – ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენელნი და წინათქმის ავტორები: ლ. ზაქარაძე, თ. ირემაძე, თბილისი, 2008, გვ. 105-110.
  • Die Rezeption der Aristotelischen Logik im georgischen Denken der Neuzeit: Anton Bagrationi und seine Aristoteles-Studien, in: Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, Bd. 29 (Shaker Verlag, Aachen, 2006), S. 135-143.
  • Der intellekttheoretische Ansatz der Selbstreflexivität des Denkens gemäß Kapitel 168 der Elementatio theologica des Proklos und seine Deutung sowie Entfaltung im Proklos-Kommentar Bertholds von Moosburg, in: W. Geerlings / C. Schulze (Hrsg.), Der Kommentar in Antike und Mittelalter, Bd. 2: Neue Beiträge zu seiner Erforschung (Clavis Commentariorum Antiquitatis et Medii Aevi 3), Leiden / Boston, 2004, S. 237-253.
  1. MAK
  2. გიორგი ხეოშვილი:„ფრიდრიხ ნიცშე თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში“, კრებულში: ნიცშე საქართველოში. ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას, თბილისი: გამომცემლობა „არხე“, 2007, გვ. 129-140.
  3. თენგიზ ირემაძე - ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-06. ციტირების თარიღი: 2023-02-06.
  4. Tengiz Iremadze, Die Elementatio theologica des Proklos im Kontext der kaukasischen Philosophie
  5. Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider (eds.), Leben verstehen (Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1), Berlin: Logos Verlag, 2014.
  6. Tengiz Iremadze, The Philosophy Of Self-reflexivity Of Ioane Petrisi
  7. (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა. თენგიზ ირემაძის წიგნისადმი - „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ - მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, 30 ივნისი, 2008 წელი), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2009.
  8. ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია
  9. სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია, იოანე პეტრიწი (წვდომა განხორციელდა 2015 წლის 15 ოქტომბერს)
  10. მიხეილ გოგატიშვილი, ბერთოლდ მოსბურგელის ფილოსოფიის თენგიზ ირემაძისეული ინტერპრეტაცია, კლოდ ლეფორის „თეოლოგიურ-პოლიტიკური მატრიცა“ და „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“,იხ.: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, თბილისი: „ნეკერი“, 2009.
  11. Tengiz Iremadze, Philosophy and theology in medieval Georgian thought: (Anonymous author, Ephrem Mtsire, Ioane Petritsi)
  12. Tengiz Iremadze, Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus: zur Rezeption der proklischen Philosophie im deutschen und georgischen Mittelalter : Dietrich von Freiberg, Berthold von Moosburg, Joane Petrizi
  13. გიორგი თავაძე, რუკების ძალა. გელათი და „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება ინტერკულტურული ფილოსოფიის კონტექსტში, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013.
  14. ლალი ზაქარაძე: „ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში (განაზრებანი პროფ. თენგიზ ირემაძის ნაშრომზე – „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“, თბილისი, „ნეკერი“, 2013)“, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი „კადმოსი“, # 4 (2012), თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2012, გვ. 417-430.
  15. თენგიზ ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013, გვ. 12-13.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება