ესე იტყოდა ზარატუსტრა

ესე იტყოდა ზარატუსტრა: წიგნი ყველასთვის და არავისთვის (გერმ. Also sprach Zarathustra: Ein Buch für Alle und Keinen) — გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს, ფილოსოფიური ნოველა. ნამუშევარი 1883-85 წლებში დაიწერა და ოთხი ნაწილისაგან შედგება. ნამუშევრის უმეტესი ნაწილი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა „კვლავდაბრუნების იდეა“, „ღმერთის გარდაცვალების“ ქარაგმა, და ზეადამიანის „წინასწარმეტყველება“, რომელიც პირველად ნიცშემ მხიარულ მეცნიერება-ში ახსენა. წიგნი, რომელსაც თავად ნიცშე „ყველა დროის ყველაზე ღრმა“ ნამუშევარს უწოდებდა, წარმოადგენს ეზოთერულ ტრაქტატს ფილოსოფიასა და მორალზე. წიგნის პროტაგონისტი არის განდეგილი წინასწარმეტყველი — ზარათუშტრა, რომელიც ასკეტიზმს მიატოვებს და კაცობრიობას დაუბრუნდება საქადაგებლად.

ასე თქვა ზარატუსტრამ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფრიდრიხ ნიცშე, ესე იტყოდა ზარატუსტრა (წიგნი ყველასათვის და არავისთვის), გერმანულიდან თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა; რედ. თამაზ ბუაჩიძის და როსტომ ჩხეიძის, თბ., 1993