თენგიზ გუნავა (დ. 29 მარტი, 1976, სოფ. რუხი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)[1]ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

თენგიზ გუნავა
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1976 (1976-03-29) (48 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. რუხი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი „იბერია“
ეროვნება ქართველი
პარტია ევროპული საქართველო
საქმიანობა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელ ინსტიტუტ „იბერიას“ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2000 წელს შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის სამმართველოს უბნის ინსპექტორი; შსს-ის სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების არასრულწლოვანთა ინსპექციის ინსპექტორი; 2001 წელს შსს-ის სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი; 2002 წელს შსს-ის სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი; 2004 წელს ზუგდიდის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფრო ინსპექტორი; 2005 წელს ზუგდიდის სამმართველოს ნარაზენის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, ზუგდიდის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი; შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის აპარატის უფროსი, მოადგილე; 2006-2012 წლებში შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2012 წელს შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სავანეთში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017 წლიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: თენგიზ გუნავა. declaration.gov.ge (10 დეკემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2020.