თემურ ყაზარაშვილი

თემურ ყაზარაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1959, ახმეტა) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982).[1]

თემურ ყაზარაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 26 მაისი, 1959(1959-05-26) (65 წლის) ან 7 დეკემბერი, 1959(1959-12-07) (64 წლის)
სიმაღლე 160
წონა 48
სპორტი
ქვეყანა სსრკ
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
მწვრთნელი ომარ გუგეშაშვილი
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სოფელ მატანში, ახმეტის რაიონში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი და 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მსოფლიოს თასის მფლობელი (1980) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1981). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1982, 1984) და მესამე პრიზიორი (1981, 1983). საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1984) და საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983). ბულგარეთის (1983, 1985) და ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში (1980, 1982, 1985) გამარჯვებული. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის ექსტრა კლასის არბიტრი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-იდან) და ღირსების ორდენის კავალერი.

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
1982 მსოფლიო ჩემპიონატი   პოლონეთი, კატოვიცე 48 კგ  
1983 მსოფლიო ჩემპიონატი   სსრ კავშირი, კიევი 48 კგ  
1985 ევროპის ჩემპიონატი   გდრ, ლაიფციგი 48 კგ  

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 249–253. 268 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება