ომარ გუგეშაშვილი
ქართველი სპორტსმენი, მწვრთნელი
ომარ გუგეშაშვილი (დ. 30 მარტი, 1941, ლაგოდეხი) — ქართველი მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სახეობაში, მწვრთნელი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1982, თემურ ყაზარაშვილის აღზრდისთვის). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1941 (83 წლის) |
დაბ. ადგილი | ლაგოდეხი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ქვეყანა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავში მწვრთნელად. მან აღზარდა არაერთი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ჩემპიონი და პრიზიორი.[1] 2021 წლის აპრილში რუსთავის ცენტრალურ პარკში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ომარ გუგეშაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია ომარ გუგეშაშვილის 80 წლის იუბილეს დაემთხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნაცარაშვილი ო., კახეთის გამოჩენილი ადამიანები, თბილისი, 2001, გვ. 721