რუსთავის პარკი, ასევე ცნობილი როგორც რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი ან რუსთავის ცენტრალური პარკი — რეკრეაციული ტყე-პარკი ქვემო ქართლში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან. პარკში მდებარეობს რუსთავის ციხე.

რუსთავის პარკი

ხელოვნური ტბა რუსთავის პარკში
მდებარეობა
41°32′15″ ჩ. გ. 44°59′53″ ა. გ. / 41.537639° ჩ. გ. 44.998306° ა. გ. / 41.537639; 44.998306
ქვეყანა საქართველო
რეგიონი ქვემო ქართლი
ქალაქი რუსთავი
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი პარკი
ფართობი 34.8072 ჰექტარი [1]
ბუნება
წყლის რესურსები ხელოვნური ტბა
რუსთავის პარკი — ქვემო ქართლი
რუსთავის პარკი

რუსთავის პარკის მოწყობა დაიწყო 1940-იან წლებში. დაბა რუსთავის ტერიტორიაზე ქალაქის აშენებასთან ერთად, გენერალური გეგმა მოიცავდა მის მოწყობასაც. 1940-იანი წლების ბოლოს მდინარე მტკვარს შეუცვალეს კალაპოტი და შექმნეს ხელოვნური ტბა. ტბის გარშემო მოწესრიგდა ტყე-ჭალის ტერიტორია. ტბის გარშემო დაიყარა ქვიშა. მოეწყო რეკრეაციული სივრცეები.[2]

დღევანდელობა

რედაქტირება

რუსთავის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები. ასევე სკეიტ-პარკი და ღია ტიპის სავარჯიშო სივრცეები. გარდა ამისა, პარკში არის სკამები, საპიკნიკე სივრცეები, ბეტონის ბილიკები და რამდენიმე შადრევანი და ფანჩატური. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ღია ამფითეატრიც. სივრცის უდიდეს ნაწილზე დამონტაჟებულია გარე განათება. პარკის შესასვლელში 50 ავტომანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცეა.[3]

2016 წლის 5 იანვრიდან რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.[4]

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: