რუსთავის ციხე (ან რუსთავის ციხე-ქალაქი) — ისტორიული ციხესიმაგრე კუხეთის, რუსთავის ტერიტორიაზე. ციხე წარმოადგენდა თბილისის ირგვლივ დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ-ერთს. თავისი არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. თავდაპირველად (V-VIII საუკუნეები) ზღუდეს ოთხკუთხა კოშკები ჰქონდა, მეორეს, ე.წ. შიდა ზღუდეს, ნახევარწრიული კოშკები. შემდგომ ეს ორივე ზღუდე ერთ ზღუდედ გაუერთიანებიათ (IX-XI საუკუნეები). მესამე, ე.წ. გარე ზღუდეს ჰქონდა გვირაბიანი კარიბჭე (XII-XIII საუკუნეები.). ციხის აღმოსავლეთის მხრიდან ერთდოულად ორი ზღუდე ჰქონდა შემორტყმული. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები. 2020 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].

რუსთავის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
რუსთავის ციხე — საქართველო
რუსთავის ციხე
რუსთავის ციხე ვიკისაწყობში

სახელწოდება

რედაქტირება

XX საუკუნეში რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობა ცხოვროდა, რომელიც ციხეს რიშ-ყალას ეძახდა. რუსთავს რიშად მოხსენიებს ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც. რიშა ქართული რუსთავის დამახინჯებული ვარიანტია. XX საუკუნის 20-იან წლებში ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი სახელი დაუმკვიდრდა — არიშის ციხე. ეს სახელი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევიდან — რუსთაველიანა, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების — არიშიანების საგვარეულო ციხედ მიიჩნია და მას არიშის ციხე უწოდა. ეს მოსაზრება თავიდანვე უარყვეს იმდროინდელმა ისტრიკოსებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსთავი ყოველთვის კახეთ-კუხეთის განუყოფელი ნაწილი იყო და არასოდეს შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში. ყველა ისტორიულ წყაროში ციხე მოხსენიებულია, როგორც რუსთავის ციხე-ქალაქი ან რუსთავის ციხე.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • პაჭიკაშვილი ნ., „რუსთავის ისტორია“, 2006 წ.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 364-372.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11517