თემურ-ყაენი
ოლჯეითუ თემურ-ყაენი იგივე იმპერატორი ჩენგწუნგი (დ. 15 ოქტომბერი, 1266 – გ. 10 თებერვალი, 1307 ხანბალიქი) – იუანის დინასტიის მე-2 იმპერატორი 1294-1307 წლებში, მონღოლთა ნომინალური ყაენი, ზენჩინის ვაჟი, ყუბილაი-ყაენის შვილიშვილი და მემკვიდრე. 1289 წელს, მამამისის სიკვდილის შემდეგ ბაბუამისმა გამოაცხადა თავის მემკვიდრედ. 1294 წელს აიღო ხელში ძალაუფლება, ყუბილაის გარდაცვალებიდან თითქმის 3 თვეში.
თემურ-ყაენი | |
---|---|
Төмөр хаан | |
მონღოლთა იმპერიის მე-6 დიდი ყაენი და იუანის დინასტიის მე-2 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მაისი, 1294 |
მმართ. დასასრული: | 10 თებერვალი, 1307 |
წინამორბედი: | ყუბილაი |
მემკვიდრე: | ქულუგ-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 ოქტომბერი, 1266 |
გარდ. თარიღი: | 10 თებერვალი, 1307 |
გარდ. ადგილი: | ხანბალიქი, იუანის დინასტია |
მეუღლე: | ბულუღან ხათუნი |
შვილები: | ტაჩუ |
სრული სახელი: | ოლჯეითუ თემურ-ყაენი |
დინასტია: | იუანი |
მამა: | ზენჩინი |
დედა: | ბაირამ ეღჩინ ხათუნი |
რელიგია: | ტიბეტური ბუდიზმი |
თემურ-ყაენი იყო კულტურისა და პოეზიის თაყვანისმცემელი და მფარველი. ეყრდნობოდა კონფუციანელობას და ცდილობდა მისი გამოყენებით მონღოლთა ხელისუფლების განმტკიცებას. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დანარჩენ მონღოლურ სახანოებთან. ჰულაგუიანები და ოქროს ურდოს ყაენები ნომინალურად აღიარებდნენ მის სიუზერენიტეტს. 1296-1297 წლებში მისი ბრძანებით მონღოლები და ჩინელები თავს დაესხნენ იაპონიას, მაგრამ მალევე სასტიკად დამარცხდნენ საზღვაო ბრძოლაში და უკან დახევა მოუწიათ. თემურ-ყაენს აგრესიული პოლიტიკა ჰქონდა კორეის მიმართ, რასაც 1303 წელს კორეელებმა აჯანყებით უპასუხეს. რამდენიმე თვიანი შეტაკებების შემდეგ ყაენის არმიამ შეძლო ამბოხებულთა დამარცხება. კორეელთა აჯანყებები თემურ-ყაენის მემკვიდრეების მმართველობის დროსაც გაგრძელდა.
გარდაიცვალა თითქმის 13 წლიანი მმართველობის შემდეგ, 1307 წლის 10 თებერვალს, ხანბალიქში. მისი უფროსი ვაჟი, ტაჩუ, მამის გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე აღესრულა. ამის გამო, თემურის შემდეგ ყაენისა და იუანის იმპერატორის ტიტული მიიღო მისმა ძმისშვილმა, ქულუგ-ყაენმა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- René Grousset The Empire of Steppes
- Цэен-ойдов Чингис Богдоос Лигдэн Хутаг хүртэл 36 хаад
- Man, John (2006). Kublai Khan: From Xanadu to Superpower. London: Bantam Books. ISBN 9780553817188.
ლიტერატურა
რედაქტირება- The Cambridge History of China: "Alien regimes and border states, 907–1368", p.497
- The Cambridge History of China: "Alien regimes and border states, 907–1368", p.505
- Marvin C Whiting Imperial Chinese Military History, p.408
- René Grousset The Empire of the Steppes, p.291
- Praphatsō̜n Sēwikun, Sirindhorn, Thanākhān Kasikō̜n Thai From the Yellow River to the Chao Phraya River, p.273