თემურ ყაზარაშვილი
თემურ ყაზარაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1959, ახმეტა) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982).[1]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 მაისი, 1959 (65 წლის) ან 7 დეკემბერი, 1959 (65 წლის) |
სიმაღლე | 160 |
წონა | 48 |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | ბერძნულ-რომაული |
მწვრთნელი | ომარ გუგეშაშვილი |
ჯილდოები | სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოფელ მატანში, ახმეტის რაიონში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი და 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მსოფლიოს თასის მფლობელი (1980) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1981). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1982, 1984) და მესამე პრიზიორი (1981, 1983). საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1984) და საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983). ბულგარეთის (1983, 1985) და ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში (1980, 1982, 1985) გამარჯვებული. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის ექსტრა კლასის არბიტრი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-იდან) და ღირსების ორდენის კავალერი.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
1982 | მსოფლიო ჩემპიონატი | პოლონეთი, კატოვიცე | 48 კგ | |
1983 | მსოფლიო ჩემპიონატი | სსრ კავშირი, კიევი | 48 კგ | |
1985 | ევროპის ჩემპიონატი | გდრ, ლაიფციგი | 48 კგ |
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 249–253. 268 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თემურ ყაზარაშვილი — ქართული სპორტი
- თემურ ყაზარიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დანელია, ვაჟა. (9 დეკემბერი, 2019) თემურ ყაზარაშვილი: ასე აღმოვჩნდი ოლიმპიადის მიღმა... საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დარეკა - გუნდის დასახელება შეაჩერეთო!. lelo.ge. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2022