თეიმურაზ კოხრეიძე
თეიმურაზ კოხრეიძე (დ. 1 იანვარი, 1963 ) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი
თეიმურაზ კოხრეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1963 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1979-1980 წლებში იყო თბილისის კალინინის რაიონის თბომეურნეობის სამმართველო, საექსპლუატაციო-სარემონტო კანტორა, III თანრიგის ზეინკალი; 1986-1987 წლებში მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი; 1987-1989 წლებში იყო ტყვარჩელის ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, ცეხის ექიმი-თერაპევტი; 1989-1990 წლებში მარნეულის რაიონული საავადმყოფო, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე; 1990-1991 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლაზერული გამზომი სისტემების ცენტრი; 1991 წელს 25-ე პოლიკლინიკა, უბნის თერაპევტი; 1991-1993 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის მოადგილის სამდივნოს გამგე; 1995-2009 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის სამდივნო — დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2007 წლებში სს „საქნავთობი“, აპარატის უფროსი; 2006-2008 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სსიპ „დიპლომატი“, უფროსი; 2009-2011 წლებში შპს „ფიუჩარ პროდაქტს კომპანი“, დირექტორი; 2012-2013 წლებში იყო შპს „ჯორჯია ტრანზიტი“, დირექტორის მრჩეველი ადმინისტრაციულ საკითხებში; 2012-2016 წლებში შპს „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“, კონსულტანტი ადმინისტრავიულ საკითხებში; 2013-2016 წლებში შპს „არგოტრანსჯორჯია“, კონსულტანტი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეიმურაზ კოხრეიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თეიმურაზ კოხრეიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)