თაჰირიდების სასულთნო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თაჰირიდის სასულთნო ანუ თაჰირიდის დინასტია (არაბ. بنو طاهر, რომანიზებული: Banū Ṭahir) — არაბული მუსლიმური დინასტია, რომელიც იემენს მართავდა 1454 წლიდან 1517 წლამდე. თაჰირიდის სასულთნოს მემკვიდრე გახდა რასულიდის დინასტია, რომლებიც თავად ეგვიპტის მამლუქებმა შეცვალეს ხელისუფლებაში მხოლოდ 63 წლის შემდეგ.

თაჰირიდების სასულთნო
الدولة الطاهرية (არაბული ენა)


1454 წ. — 1517 წ. [[მამლუქების სასულთნო|]]

თაჰირიდები ღია მწვანეში და ზაიდი იმამები მუქ მწვანეში
დედაქალაქი ზაბიდი
ენა არაბული ენა
რელიგია სუნიზმი ისლამი
ფულის ერთეული დინარი
სულთანი

დინასტიის დაარსება

რედაქტირება

თაჰირები იყვნენ იემენელი მაგნატები, რომლებიც წარმოშობით იყვნენ ჯუბანისა და ალ-მიქრანას რაიონიდან, რადაას სამხრეთით დაახლოებით 80 კილომეტრში. ისინი იყვნენ რასულიდების დინასტიის (1229–1454 წწ.) სულთნის რწმუნებულები და ხშირად იწვევდნენ დინასტიასთან დაკავშირებით მოწყობილ აჯანყებებში. კლანის ქალიშვილი დაქორწინებული იყო ან-ნასირ აჰმადის სულთნის ვაჟიშვილზე. 1424 წელს ამ უკანსკნელის გარდაცვალების შემდეგ, აღმავლობისა და დინასტიური არასტბილურობის პერიოდმა მოიცვა იემენი. რასულიდების დინასტიურმა კოლაფსმა თაჰირების კლანს ძალაუფლების მოპოვების შანსი გაუჩინა. 1443 წელს კლანმა დაიკავა ადენის ჩრდილოეთი ნაწილი, კერძოდ, ლაჰიჯი, ხოლო 1454 წელს ადენის მნიშვნელოვანი პორტი სწრაფად აიღეს ძმებმა ამირმა და ალი ბინ თაჰირმა და ამით გამოეყვნენ რასულიდებს.[1] უკანასკნელმა სულთანმა ალ-მასუდ აბუ ალ-კასიმმა ტახტის შენარჩუნების იმედი დაკარგა და იმავე წელს გამოვიდა მექადან. ყველაზე უმცროსმა ძმამ, ამირ ბინ თაჰირმა, სულთნისა და მეფის წოდებები მოიპოვა (მალიკი) და დაირქვა სალაჰ ად-დინ ალ-მალიკ აზ-ზაფირ ამირი (მეფ. 1454–1460 წწ.). სულთნები დროს ატარებდნენ ჯუბანსა და ალ-მიქრანაში და კარგი გასასვლელი ჰქონდათ სამხრეთის მაღალმთიანეთში, ხოლო ზაბიდის დაბლობს ზამთრის დედაქალაქად იყენებდნენ. ამ გზით, ზაბიდმა მოიპოვა სწავლებისა და კულტურის ერთ-ერთი ცენტრის პოზიცია არაბულ სამყაროში.

მიუხედავად ამისა, ეკონომიკურად, ქალაქი დაღმასვლას განიცდიდა მოგვიანო მე-15 საუკუნეში.[1]

თაჰირიდების მმართველობა

რედაქტირება

თაჰირიდები ცდილობდნენ ყოფილი ხაზის, ბანუ რასულისთვის მიებაძათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ ისეთი შთამბეჭდავი მშენებლები, მაინც გამორჩეულები იყვნენ. ამგვარად, მათ ააშენეს სკოლები, მეჩეთები და სარწყავი არხები, ასევე წყლის ცისტერნები და ხიდები ზაბიდსა და ადენში, იაფრუსში, რადააში, ჯუბანში და ა.შ. ზოგიერთი მათგანი კვლავინდებურად გამოიყენება. სავარაუდოდ, 1504 წლიდან მოყოლებული ყველაზე ცნობილი ძეგლი არის ამირია მედრესე ჯუბანში და ამირია მედრესე რადააში. მათი წინამორბედების მსგავსად, პირველ რიგში, ისინი თიჰამას დაბლობსა და სამხრეთ მთიანეთს მართავდნენ. სულთნები, რასულიდ მმართველებთან შედარებით, ნაკლებად აქტიურობდნენ თავიანთი ტერიტორიული ადგილსაყოფელის გაფართოებაში. სულთნები დიდ ენერგიას ხარჯავდნენ თიჰამას ტომების მიერ აჯანყებების ჩახშობაში. 1457 წელს შიჰრი ჰადრამავტი დაიკავეს; თუმცა, ქალაქი დაიკარგა მე-15 საუკუნის ბოლოს კატირის სამთავროს სასარგებლოდ, რომელიც აკონტროლებდა ჰადრამავტის შიდა ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ზაიდი შიიტი იმამები გაყოფილი იყვნენ ჩრდილოეთ მთიანეთში სხვადასხვა პრეტენდენტებს შორის, მათ, ძირითადად, შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ თაჰირიდების მმართველობისთვის.[2] პირველმა სულთანმა აზ-ზაფირ ამირმა 1458 წელს ჯარი გაგზავნა იმამ ალ-მუტავაკილ ალ-მუთაჰარის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და სულთნის ძმა მუჰამედ ბინ თაჰირი მოკლეს. ალბათ, ამან შთააგონა აზ-ზაფირ ამირს, რომ დაეტოვებინა თავისი სამეფო პრეროგატივები მეორე ძმის, ალ-მუჯაჰიდ ალისთვის. ამ უკანასკნელმა 1461 წელს დროებით შეძლო სანაში შესვლა. თუმცა, ქალაქი მალევე დაიბრუნეს ზაიდიდებმა. შემდგომი ლაშქრობები წარუმატებელი აღმოჩნდა სანაში და 1466 წელს ზაიდიდებთან ბრძოლის დროს, მოხუცი სულთანი ამირი, მრავალ მიმდევართან ერთად, მოკლეს [3] მე-16 საუკუნის დასაწყისში, სულთანმა აზ-ზაფირმა ამირ II-მ (1489–1517 წწ.) განაახლა ექსპანსია ჩრდილოეთით ზაიდიას ტერიტორიაზე და 1504 წელს კვლავ მოახერხა სანას აღება. თუმცა, ქალაქმა მალევე მიიპყრო სხვა ფრონტებზე მყოფი მტრების ყურადღება.

ინტერვენცია და დამარცხება

რედაქტირება

თაჰირიდებს უამრავ მწვავე საგარეო საფრთხესთან დაპირისპირება მოუწიათ. 1498 წლის შემდეგ, პორტუგალიელები გაფართოვდნენ ინდოეთის ოკეანის ტერიტორიაზე და მალევე მიხვდნენ, რომ ადენი წითელ ზღვაზე გასასვლელის გასაღები იყო. 1507 წელს პორტუგალიელებმა დაიკავეს კუნძული სოკოტრა, თუმცა მათმა საქმიანობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა რეგიონში მუსლიმურ ვაჭრობაზე. ეგვიპტურმა მამლუქთა რეჟიმმა გააცნობიერა ეს საშიშროება, 1505 წელს სამხრეთში გააგზავნა ფლოტი ჰუსეინ ალ-ქურდის მეთაურობით, რათა ინდოეთის ოკეანეში ქრისტიანი დამპყრობლების წინააღმდეგ ებრძოლა. როდესაც ფლოტი იემენში ჩავიდა, აზ-ზაფირ ამირ II-მ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო. თუმცა, 1509 წელს ჰუსეინ ალ-ქურდის ხომალდები პორტუგალიელებმა დალეწეს დიუში, ინდოეთში. მეორე ფლოტი აღიჭურვა 1515 წელს, ისევ ჰუსეინ ალ-ქურდის მეთაურობით. ამჯერად, აზ-ზაფირ ამირ II-მ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამარცხა პორტუგალიელები ადენში, მამლუქებისთვის რესურსების მიწოდებაზე უარი განაცხადა. განრისხებული ჰუსეინ ალ-ქურდი ეძიებდა და ნებაყოფლობითი მოკავშირეები იპოვა თვით იემენში, მათ შორის, ზაიდია იმამ ალ-მუტავაკილ იაჰია შარაფ ად-დინი, სულეიმანის შარიფი იზ ად-დინ ბინ აჰმედი და ლუჰაიას მეთაური აბუ ბაქრ ბინ მაყბული. აფრიკის სანაპიროზე მდებარე ზაილაში ღუზის ჩაშვების შემდეგ, ალ-ქურდმა შეუტია თაჰირიდების სულთანს მუშკეტებითა და არტილერიით, რაც აქამდე არ გამოიყენებოდა იემენის ომში. არაერთ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, მამლუქებმა მიითვისეს თაჰირიდების საგანძური ალ-მიკრანაში. აზ-ზაფირ ამირ II გაიქცა ცენტრალურ მთიანეთში, სადაც კვლავ დამარცხდა. სულთანმა გაქცევა სცადა ძლიერ ციხესიმაგრეში, სახელწოდებით დჰუ მარმარი, მაგრამ 15 მაისს დაიჭირეს და თავი მოჰკვეთეს სანას მახლობლად.[4] თაჰირიდების მთელი სამეფო მამლუქების დაქვემდებარებაში მოექცა, გარდა ადენისა, რომელიც თაჰირიდის გუბერნატორ ამირ მურჯანს ემორჩილებოდა.[5]

შედეგები

რედაქტირება

მამლუქების ფლოტი უკან გავიდა და ზაბიდი დახარკა. მამლუქების რეჟიმი ეგვიპტეში იმავე წელს ჩაანაცვლეს ოსმალებმა. მოგვიანებით, ზაბიდის მამლუქებმა ოსმალეთის სულთნის სახელით მორწმუნეებს შესთავაზეს თავიანთი თავი, მაშინ, როცა ცდილობდნენ ზაიდიდებისგან და თაჰირიდების დარჩენილი ძალებისგან, ისევე როგორც არაბული ტომებისგან დაცვას. ოსმალურმა ფლოტმა მხოლოდ 1538 წელს დატოვა ინდოეთის ოკეანე. იემენში, პრინცმა ამირ ბინ დაუდმა დახმარება ითხოვა ფლოტის მეთაურის, სულეიმან პაშა ალ-ხადიმისგან, მას შემდეგ, რაც იგი ადენის ტერიტორიაზე კუთხეში მოაქცია ზაიდია იმამ ალ-მუტავაკილ იაჰია შარაფ ად-დინმა. სულეიმან პაშა დახმარება აღუთქვა და ადენში გაემგზავრა ზღვის გავლით. თუმცა, პაშამ თავისი ხალხი ნაპირზე გააგზავნა, ამირ ბინ დაუდი და მთავარი დიდებულები დააპატიმრა და 1538 წლის 3 აგვისტოს გემების ბაქანზე ჩამოახრჩო. მცირე ხანში, ეიმენში არსებულმა მამლუქთა მთავრობამ დასუსტდა და თურქული მმართველობა აღორძინდა.[6]

სულთნების სია

რედაქტირება
  • აზ-ზაფირი ამირ I ბინ თაჰირი (1454-1460 წწ.)
  • ალ-მუჯაჰიდი ალი ბინ თაჰირი (1460–1479 წწ.), ძმა
  • ალ-მანსურ აბდ ალ-ვაჰაბ ბინ დაუდ ბინ თაჰირი (1479–1489 წწ.), ძმისშვილი
  • აზ-ზაფირი ამირ II ბინ აბდ ალ-ვაჰაბი (1489–1517 წწ.), ვაჟი

ლიდერები მამლუქების წინააღმდეგ

  • აჰმად ბინ ამირი (1517–1518 წწ.), ვაჟიშვილი
  • ამირ ბინ აბდ ალ-მალიკი (1518-1519 წწ.), ალ-მანსურ აბდ ალ-ვაჰაბის ძმისშვილი.
  • აჰმად ბინ მუჰამედი (1519-1520 წწ.), აზ-ზაფირ ამირ I-ის შვილიშვილი
  • აბდ ალ-მალიქ ბინ მუჰამედი (1520–1527 წწ.), ამირ ბინ აბდ ალ-მალიკის ძმისშვილი.
  • ამირ ბინ დაუდი (1527?–1538 წწ.), შესაძლოა ალ-მანსურ აბდ ალ-ვაჰაბის შვილიშვილი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 (2000) Encyclopaedia of Islam, Vol. X. Leiden, გვ. 106. 
  2. Encyklopädie des Islam, III, Leiden 1936, p. 1217.
  3. R.B. Serjeant & R. Lewcock, San'a'; An Arabian Islamic City, London 1983, p. 67; Lein O. Schuman, Political History of the Yemen at the Beginning of the 16th Century. Groningen 1960, p. 52–3.
  4. R.B. Serjeant & R. Lewcock, San'a'; An Arabian Islamic City, London 1983, pp. 68–9.
  5. Robert W. Stookey, Yemen: The politics of the Yemen Arab Republic, Boulder 1978, pp. 129–31.
  6. Robert W. Stookey (1978). ibid, გვ. 132–3.. 

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება