თარგი:დღის სტატია:12-2
ბენაზირ ბჰუტო (ურდუ: بینظیر بھٹو, ინგლ. : Benazir Bhutto) (დ. 21 ივნისი 1953, კარაჩი, პაკისტანი — გ. 27 დეკემბერი, 2007, რავალპინდი) – პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზულფიკარ ალი ბჰუტოს ქალიშვილი და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის – ასიფ ალი ზარდარის მეუღლე იყო. მას შემდეგ, რაც ბენაზირ ბჰუტო 1988 წლის 2 დეკემბერს პრემიერ მინისტრად აირჩიეს, ის გახდა პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც ქვეყნის სადავეები აიღო ხელში. მოკლეს 2007 წლის 27 დეკემბერს სახალხო პარტიის მიტინგზე პაკისტანის ქალაქ რავალპინდში.