თარგი:დღის მოვლენები:08-15

ვარძიის ხედი სამრეკლოდან.
ვარძიის ხედი სამრეკლოდან.
  • 1185 : კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია (სურათზე) აკურთხა თამარ მეფემ.
  • 1534 : იეზუიტთა ორდენი დააარსეს იგნასიო ლოიოლა და ფრანსისკო ხავიერმა.
  • 1824 : გათავისუფლებულმა ამერიკელმა მონებმა ლიბერია დააარსეს.
  • 1843 : ტივოლის ბაღები — მსოფლიოში უძველესი დღემდე ხელშეუხები გასართობი პარკი გაიხსნა კოპენჰაგენში, დანია.
  • 1914 : პანამის არხი ნაოსნობისთვის გაიხსნა.
  • 1947 : ინდოეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აღწევს. ჯავაჰარლალ ნერუ მიმართავს ერს ინდოეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციით და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ხდება.
  • 1961 : ბერლინის კედლის მშენებლობა იწყება.
  • 1975 : სამხედრო გადატრიალება ბანგლადეშში. შეიხი მუჯიბურ რაჰმანი ოჯახის წევრებთან ერთად მოკლეს.