თარგი:დღის მოვლენები:05-27

ჯუზეპე გარიბალდი
ჯუზეპე გარიბალდი
  • 1703 : რუსეთის მეფე პეტრე I-მა სანქტ-პეტერბურგი დააარსა შვედებისგან ჩრდილოეთის ომში ინგერმანლანდიის წართმევის შემდეგ.
  • 1860 : ათასის ექსპედიცია: ჯუზეპე გარიბალდი (სურათზე) და მისი წითელპერანგიანები პალერმოზე თავდასხმას აწყობენ.
  • 1923 : ფრანგი ავტომრბოლელები ანდრე ლაგაში და რენე ლეონარდი ლე-მანის 24 საათის პირველი პრიზიორები გახდნენ ლე-მანში, საფრანგეთი.
  • 1937 : მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი „ოქროს კარიბჭე“ გაიხსნა სან-ფრანცისკოში.
  • 1942 : ჩეხების წინააღმდეგობის მებრძოლებმა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში რაიხის უშიშროების მთავარი შტაბის უფროსი რაინჰარდ ჰეიდრიხი სასიკვდილოდ დაჭრეს.
  • 1960 : თურქეთში სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი ჯელალ ბაიარის მთავრობა გადააყენეს.
  • 2007 : კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოთი რუმინელი რეჟისორი კრისტიან მუნჯუს ფილმი „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ დაჯილდოვდა.