თარგი:დღის მოვლენები:05-13

დონა იზაბელა
დონა იზაბელა
  • 1836 : რუსეთში პირველი რკინიგზის ხაზის პეტერბურგი-ცარსკოე სელო-პავლოვსკის მშენებლობა დაიწყო.
  • 1846 : აშშ-ის მიერ ტეხასის ანექსიის გამო წარმოქმნილი უთანხმოების გამო აშშ-მა მექსიკას ომი გამოუცხადა.
  • 1880 : მენლოს პარკში (ნიუ-ჯერსი) თომას ედისონმა პირველი ელექტრო რკინიგზა გამოცადა.
  • 1888 : იზაბელა I-მა (სურათზე) ხელი მოაწერა ოქროს კანონს, რითაც ბრაზილიაში მონობა გაუქმდა.
  • 1913 : იგორ სიკორსკი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ოთხძრავიანი თვითმფრინავის რუსკი ვიტიაზის პილოტირება მოახდინა.
  • 1960 : თავისუფალი სიტყვის მოძრაობის დაბადება: კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო თემთა პალატის არაამერიკული საქმიანიობის კომიტეტის ვიზიტთან დაკავშირებით.
  • 2005 : ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა: უზბეკეთის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ანდიჟანში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც 1500-მდე ადამიანი დაიღუპა.