ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა

ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა2005 წლის 13 მაისს უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანის ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტების მასობრივი დახვრეტა[1][2][3]. მსხვერპლთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 187-ია, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ასეული[1][4].

2005 წლის 11 თებერვალს ანდიჟანში დაიწყო 23 ადგილობრივი ბიზნესმენის სასამარლო პროცესი, რომელთაც ბრალად ედებოდათ აკრძალულ ფუნდამენტალისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. აღნიშნულ ფაქტს დაკავებულთა მხარდამჭერი მიტინგები მოჰყვა. 12 მაისს 23:30 საათზე დაკავებულ ბიზნესმენთა მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები ა. ჰაკიმოვისა და ი. პირმატოვის ხელმძღვანელობით, თავს დაესხნენ ანდიჟნის ოლქის საპატრულო სამსახურის პოსტს. ამავდროულად 40-კაციანი დაჯგუფება მ. სიბიროვის, ი. ხოჟიევისა და ა. იბრაგიმოვის ხელმძღვანელობით თავს ესხმის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილს. ერთი საათის შემდეგ თავს ესხმიან ციხეს საიდანაც ათავისუფლებენ 737 მსჯავრდებულს.

13 მაისს 7:30 საათზე ანდიჟანში ჩადის ისლამ ქარიმოვი. შეიქმნა შტაბი, რომლის დანიშნულებაც სიტუაციის მოწესრიგება იყო. იმავე საღამოს უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა იარაღი, რამაც შეიწირა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. უზბეკეთის პრეზიდენტმა არ დაგმო უშიშროების ძალების მოქმედება, პირიქით, მან დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებსა და ქალებს, დამნაშავეები უწოდა.

14 მაისს უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარს ქალაქ ყარა-სუუსთან მიაწყდა ათასობით ანდიჟანელი ლტოლვილი, რომელთთა შორის ძირითადად იყვნენ ტერორისტების ნათესავები, ასევე რეციდივისტები და რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაციის „აკრომიოლარის“ ლიდერები. 15 მაისს ორივე ქვეყნის გადაწყვეტილებით საზღვარი გაიხსნა. ლტოლვილების საზღვარზე გადასვლის შემდეგ უზბეკმა მესაზღვრეებმა ამოიღეს 73 ავტომატი. ლტოლვილებს შორის იყო 29 დამნაშავე, რომლებიც უკვე ქალაქ ოშის კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. ოფიციალურ დონეზე შეთანხმდნენ შეექმნათ სახელმწიფოთაშორისი საგამოძიებო ჯგუფი რომელიც გამოიძიებდა დამნაშავეთა საქმეს. ბოლო მომენტში ყირგიზეთმა, რიგი დასავლური სახელმწიფოების, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციიის ზეწოლის შედეგად უარი განაცხადა ამ კომისიაში მონაწილეობაზე. მოხდა დამნაშავეების გადაყვანა მესამე ქვეყანაში რუმინეთში. 15 მაისის დილას ყარა-სუუში ვითარება ჯარების ჩაურევლად დარეგულირდა.

2005 წლის 23 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია უზბეკეთის ხელისუფლების ქმედებები ანდიჟანის მოვლენებში, რომელიც ამ მოვლენას განიხილავს, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 74 ქვეყანამ, 39 წინააღმდეგი იყო და 58 – თავი შეიკავა[5].

დამნაშავეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა 20 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე. პროცესი ღია იყო და მას ესწრებოდნენ გაეროს, ეუთოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები. გაასამართლეს 121 დამნაშავე, რომლებიც დაადანაშაულეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფაში და ა. შ. მათ მიესაჯათ 14-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთა[6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Preliminary Findings on the Events in Andijan, Uzbekistan, 13 May 2005. Organisation for Security and Co-operation in Europe (20 June 2005). ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  2. Beehner, Lionel. (June 26, 2006) Documenting Andijan. Council on Foreign Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  3. Burnashev, Rustam; Irina Chernykh. „Changes in Uzbekistan’s Military Policy after the Andijan Events“. China and Eurasia Forum Quarterly. 5 (I): 67–73.
  4. Usmanova, Dilya. [Andijan: A Policeman's Account Andijan: A Policeman's Account]. Institute for War and Peace Reporting. ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  5. 60th UN General Assembly Plenary, 64th Meeting, Annex XIX (ინგლისური)
  6. Press-Release of Supreme Court of the Republic of Uzbekistan დაარქივებული 2014-05-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)