პავლოვსკი (სანქტ-პეტერბურგი)

პავლოვსკი (რუს. Павловск) — ქალაქი რუსეთში, ფედერაციული მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს პუშკინის რაიონში, მდინარე სლავიანკას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან სამხრეთით 25 კილომეტრში და პუშკინის ცენტრიდან 3 კილომეტრში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 16 087 ადამიანს შეადგენდა. 1918-1944 წლებში ქალაქს ერქვა სლუცკი, რევოლუციონერ ვერა სლუცკაიას პატივსაცემად.

ქალაქი
პავლოვსკი
Павловск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციული მნიშვნელობის ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
კოორდინატები 59°41′00″ ჩ. გ. 30°26′00″ ა. გ. / 59.68333° ჩ. გ. 30.43333° ა. გ. / 59.68333; 30.43333
დაარსდა 1777
ადრეული სახელები

1796 წლამდე — პავლოვსკოე-სელო; 1918 წლამდე — პავლოვსკი;

1944 წლამდე — სლუცკი
ამჟამინდელი სტატუსი 1796
ფართობი 36.797 კმ²
მოსახლეობა 16 087[1] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 812
საავტომობილო კოდი 78, 98, 178
ოფიციალური საიტი omsu-pavlovsk.spb.ru
პავლოვსკი (სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთი
პავლოვსკი (სანქტ-პეტერბურგი)
პავლოვსკი (სანქტ-პეტერბურგი) — სანქტ-პეტერბურგი
პავლოვსკი (სანქტ-პეტერბურგი)

ქალაქის დიდი ტურისტული მნიშვნელობა აქვს, ქალაქში მდებარეობს პავლოვსკის სასახლე და პარკი. ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში (მიეკუთვნება სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრსა და მასთან დაკავშირებულ ძეგლებს)[2].

პავლოვსკის კლიმატი ზომიერი და ნოტიოა, რომელიც ზღვიურიდან კონტინენტურში გადადის. დღის ხანგრძლივობა ზამთრის სეზონზე დაახ. 5 საათსა და 51 წუთს, ხოლო ზაფხულის სეზონში დაახ. 18 საათსა და 50 წუთს შეადგენს. ქალაქში ჰიდრო რესურსები საკმაოდ დაბინძურებულია, რაც ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. გარემოს დაბინძურებას ძირითადად საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვევს, რომელთა გადამამუშავებელი სათანადო დაწესებულებები არ არის[3].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540-007
ინგლ.რუს.ფრ.