თავისუფალი სიტყვის მოძრაობა
თავისუფალი სიტყვის მოძრაობა (ინგლ. Free Speech Movement ან (FSM)) — კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 1964–1965 აკადემიურ წელს, რომლის ლიდერებიც იყვნენ სტუდენტები: მარიო სავიო, მაიკლ როსმენი, ბრაიან ტერნერი, არტ გოლდბერგი, ჯეკი გოლდბერგი და სხვები. უპრეცედენტო მასშტაბების აქციებზე სტუდენტები დაჟინებით მოითხოვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან შეზღუდვების მოხსნას კამპუსზე პოლიტიკური აქტივობისთვის და სტუდენტთა უფლებების აღიარებას სიტყვის თავისუფლებასა და აკადემიურ თავისუფლებაზე.
მოძრაობა წინააღმდეგობაში მოდიოდა კამპუსში არსებულ წესებთან. არსებობდა ერთგვარი „ღირსების ფიცი“, აუცილებელი ყველა ფაკულტეტისთვის, რომელმაც გამოიწვია დათხოვნები და აკადემიურ თავისუფლებაზე მიმდინარე პოლემიკის გაგრძელება. 1964 წლს 14 სექტემბერს დეკანმა კეთრინ ტოულმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებული პოლიტიკური აზრებისა ან კანდიდადების პროპაგანდის ამკრძალავი წესები, გარდა პოლიტიკური აგიტატორებისა, წევრთა შემოერთებისა და სახსრების მოზიდვისა სტუდენტური ორგანიზაციების მიერ, ბენკროფტისა და ტელეგრაფის გამზირების გადაკვეთაზე „მკაცრად გაკონტროლდებოდა“ (ეს ზოლი მაშინ არა კამპუსის, არამედ ქალაქის საკუთრებად ითვლებოდა).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- უილიამ ფორბსი, რეგენტთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იძიებდა სტუდენტთა საქმიანობას ამ ეპოქაში
- ჰიპები
ლიტერატურა
რედაქტირება- Cohen, Robert. Freedom's Orator: Mario Savio and the Radical Legacy of the 1960s. New York: Oxford University Press, 2009. ISBN 978-0-19-518293-4
- Cohen, Robert and Reginald Zelnik, eds. The Free Speech Movement: Reflections on Berkeley in the 1960s. Berkeley, CA: University of California Press, 2002. ISBN 0-520-23354-9