ოქროს კანონიკანონი, რომლის ძალითაც ბრაზილიაში 1888 წელს გაუქმდა მონობა. იგი შეიცავდა სულ ორ მუხლს:

  1. ბრაზილიაში მონობა გაუქმდა.
  2. ნებისმიერი კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პირველ პუნქტთან, უქმდება.
ოქროს კანონის ორიგინალი

კანონი შეიმუშავა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანტონიუ და სილვა პრადუმ და ხელი მოაწერა პრინცესა იზაბელამ, რომელიც მამამისის პედრუ II-ის ევროპაში მოგზაურობის პერიოდში იმპერატორის ფუნქციებს ასრულებდა. კანონს ხელი 13 მაისს მოაწერეს, რომელიც განგებ დაამთხვიეს პრინცესას ბაბუის ჟუან VI-ის (ბრაზილიის პირველი იმპერატორის მამა) დაბადების დღეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება