თარგის განხილვა:ჯავის მუნიციპალიტეტი
მგონი ამ თარგის სახელწოდება შეცდომაა.--Surprizi განხილვაწვლილი 18:49, 14 აპრილი 2020 (UTC)
- რას გვთავაზობ? --Wiki - ჯაბა 18:53, 14 აპრილი 2020 (UTC)
- ალბათ ყოფილი ჯავის რაიონი. თუმცა, საერთო მიდგომაა შესამუშავებელი. მაგ., არ არსებობს აფხაზეთის მუნიციპალიტეტებიც (ერთადერთია აჟარის, რომელიც აფხ. ავტ. რესპუბლიკაში შედის თუ არა, უცნობია) ოფიციალურ დონეზე, თუმცა ქე-ში მუნიციპალიტეტებადაა შესული. გიო ოქრო 19:18, 14 აპრილი 2020 (UTC)
რა მაინტერესებს იცი? ყოფილი ჯავის რაიონს ახლა რა ეწოდება? ან მისი ტერიტორია როგორ გადანაწილდა? --Wiki - ჯაბა 19:20, 14 აპრილი 2020 (UTC)
- ტერიტორიის ნაწილი (ჩასავლის და კიროვის სასოფლო საბჭოები და დაბა კვაისა) გადაეცა ონის რაიონს, ყვირილის ხეობა (ანუ ახლანდელი ჭალის თემის აღმ. ნაწილი, ყოფ. სინაგურის სოფსაბჭო) — საჩხერეს. რაიმე ისეთი ოფიციალური უწყება, სადაც მითითებული იქნება თანამედროვე მოწყობა, არ არსებობს. მხოლოდ ის შანსია, რომ ჰკითხო, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვო, თუმცა გარკვევით არაფერს წერენ, სამწუხაროდ. გიო ოქრო 19:28, 14 აპრილი 2020 (UTC)
საჩხერეს და ონს რაც გადაეცა ეს ვიცი, ცნობილია ჩემთვის და მახსოვს კიდეც რომ გადასცეს. მაგრამ დანარჩენი ტერიტორია? ამჟამად რა ეწოდება? რომელი რაიონია? მუნიციპალიტეტია? --Wiki - ჯაბა 10:13, 15 აპრილი 2020 (UTC)
- საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით (იმედია ისევ არსებობს) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული მოწყობა განისაზღვრება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. აქედან გამომდინარე ამჟამად არც აფხაზეთის და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალური ადმინისტრაციული დაყოფა არ არსებობს. არაოფიციალურად საბჭოთა დროს არსებული ყველა რაიონი გახდა მუნიციპალიტეტი და ასევე მოიხსენიება. გამონაკლისია, მხოლოდ ის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულები რომელიც მგონი 2006-2008 წლებში შეიქმნა.--დათო1010 11:41, 15 აპრილი 2020 (UTC)
რეალურად ვერ ვნახე ვერანაირი ჩანაწერი ვერსად, მუნიციპალიტეტების რეესტრში არც ჯავის რაიონი არსებობს და არც ჯავის მუნიციპალიტეტი. @Surprizi: შენ რას გვთავაზობ პასუხი კიდევ ვერ მივიღე. --Wiki - ჯაბა 16:12, 15 აპრილი 2020 (UTC)
- რადგან ვთვლით რომ არსებობს გაგრის, გალის და ა.შ. მუნიციპალიტეტები, მაშინ ჯავის მუნიციპალიტეტიც არსებობს.--დათო1010 16:35, 15 აპრილი 2020 (UTC)
- გაგრაზე, მე პირადად, გაგრის ზონა მსმენია (სსრკ-ის დაშლის შემდგომ წყაროებში) და არა რაიონი. გიო ოქრო 16:37, 15 აპრილი 2020 (UTC)
- თავდაპირველად ეგრე იყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა.--დათო1010 16:40, 15 აპრილი 2020 (UTC)
- გაგრაზე, მე პირადად, გაგრის ზონა მსმენია (სსრკ-ის დაშლის შემდგომ წყაროებში) და არა რაიონი. გიო ოქრო 16:37, 15 აპრილი 2020 (UTC)
მადლობა დათო. --Wiki - ჯაბა 16:57, 15 აპრილი 2020 (UTC)
- @David1010: რასაც წერ, მხოლოდ ნაწილობრივაა სწორი. „საბჭოთა დროს არსებული ყველა რაიონი გახდა მუნიციპალიტეტი“ ეს შეცდომაა. მხოლოდ ისინი გახდნენ მუნიციპალიტეტები, რაც საქართველოს დე-ფაქტო კონტროლქვეშ იყო 2005 წელს. კანონში არის ამაზე დათქმა. ჯავის და თუნდათ აფხაზეთის არ-ის (გამონაკლისია აჟარის მუნიც.) რაიონებს მუნიციპალიტეტები არ დარქმევია, მათი სტატუსი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ განისაზღვრება (ეს სწორად გიწერია). შესაბამისად, სტატიებიც და კატეგორიებიც უნდა იყოს რაიონები და გაიმართოს ისე, როგორც იწერება სტატიები და კატეგორიები ყოფილი ადმ. ერთეულების შესახებ, რადგან ესენიი ყველა ყოფილი ად,. ერთეულებია და ამჟამად არანაირი სახით არ არსებობენ --M. განხილვაწვლილი 19:40, 22 ნოემბერი 2020 (UTC)
- შენიშვნა: ჩასავლის და კიროვის სასოფლო საბჭოები და დაბა კვაისა, რომლებიც გამსახურდიამ ონის რაიონს გადასცა, თანამედროვე დაყოფით აღარ არის ონის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის დებულებაში არცერთი ეს სოფელი აღნიშნული არ არის (თუ სწორად მახსოვს, ადრე იყო). გიო ოქრო 19:46, 22 ნოემბერი 2020 (UTC)
@Jaba1977: ეხლა ვნახე მიმოწერა. მუნიციპალიტეტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ამ ყველაფრის აღწერას, არცერთ სახელწოდებაში ჯავა არ ფიგურირებს. ამასთან, ენციკლოპედია საქართველო ჯავის რაიონში არსებულ დასახლებულ პუნქტებს ჯავის რაიონისად მოიხსენიებს. @გიო ოქრო: უნდა ვკითხოთ, ბოლოს ეგ მუშაობდა მაგ საკითხებზე.--Surprizi განხილვაწვლილი 16:24, 27 ივნისი 2021 (UTC)
ეხლა ქე-ს 4 ტომის ელექტრონული ვერსია ვნახე და აქ უკვე ჯავის მუნიციპალიტეტი სწერია. თუ მუნიციპალიტეტია, მაშინ მუნიციპალიტეტთა რეესტრში რატომ არაა? უცნაურია პირდაპირ! დაველოდოთ გიო-ოქროს. ვნახოთ რას იტყვის. მანამდე ვერაფერს ვერ დავამატებ სტატიებს თორე სულ ავრევ ყველაფერს.--Surprizi განხილვაწვლილი 16:30, 27 ივნისი 2021 (UTC)
- @Surprizi ზოგიერთი წყარო წერს მუნიციპალიტეტს, თუმცა ეს სანდოდ არ მიმაჩნია. ჯავის რაიონი საბჭოთა პერიოდის შემდეგ ხელშეუხებელი დარჩა. მას არ შეხებია მუნიციპალიტეტების რეფორმა, შესაბამისად მუნიციპალიტეტი ვერ გახდებოდა. არ არსებობს მისი საკრებულო, დებულება, არ შედის რეესტრში და ა.შ. ოფიციალურ დონეზე მუნიციპალიტეტი არ არსებობს. ჩემი აზრით ყველაზე გონივრული იქნება თუკი ამ რაიონს დავტოვებთ რაიონად, იგივე უნდა შეეხოს აფხაზეთის რაიონებს (გარდა აჟარის მუნიციპალიტეტისა). მეორე საკითხია ჯავის რაიონისათვის ჩამოჭრილი ტერიტორიების საქმე, ისინი შედიან თუ არა რომელიმე მუნიციპალიტეტში (საჩხერისა და ონის) არ ვიცით ზუსტად. ონისას დებულებაში აღარ უწერია ეგ სოფლები, საჩხერისას — უწერია. ამაზე თვითონ ამ მუნიციპალიტეტებში იქნებოდა კარგი კონსულტაციის გავლა. გიო ოქრო 17:40, 27 ივნისი 2021 (UTC)
- @გიო ოქრო: ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს რომ დაუკავშირდე ისინიც ვერ გეტყვიან, ჯავა რაიონია თუ მუნიციპალიტეტი?--Surprizi განხილვაწვლილი 17:44, 27 ივნისი 2021 (UTC)
- როდესაც მქონდა საუბარი, ჯავის რაიონი ხელშეუხებლად დარჩა კონფლიქტის გამოო... გიო ოქრო 17:51, 27 ივნისი 2021 (UTC)
- @გიო ოქრო: ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს რომ დაუკავშირდე ისინიც ვერ გეტყვიან, ჯავა რაიონია თუ მუნიციპალიტეტი?--Surprizi განხილვაწვლილი 17:44, 27 ივნისი 2021 (UTC)
@David1010: როგორ მოვიქცეთ დავით ამ ტერმინებზე? ფაქტიურად დღის წესრიგში გვაქვს აფხაზეთისა და ჯავის რაიონების გამუნიციპალიტეტების საკითხი და ასევე გალი საქალაქო საბჭო თუ რაცაა. სიმართლე რომ გითხრა მე ვიზიარებ იმ აზრს რომ ტერმინ მუნიციპალიტეტის დამკვიდრება უკეთესია, თან მთელი ვიკიპედია ამ მუნიციპალიტეტებზე იფიცებს, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ეს მისი ნამდვილი სახელიც ფიგურირებდეს სტატიაში. ხომ არ ჯობია, რომ ადმინისტრაციული ერთეულები ყველა გავამუნიციპალიტეტოთ და სტატიაში კი პირველივე აბზაცში ბოლდი ტექსტის ადგილას ორივე მოვიხსენიოთ? იმიტომ მარტო მუნიციპალიტეტის მტკიცებას რაღაც ასტრალში გავყევართ და რეალობას გვწყვეტს. მოკლედ რაღაცაა მოსაფიქრებელი! ჯამში თუ საჭირო გახდა რამე კინჭისყრაც მოვაწყოთ!--Surprizi განხილვაწვლილი 11:44, 28 ივნისი 2021 (UTC)
- ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დიდ გაუგებრობას იწვევს. ერთის მხრივ კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, მაგრამ ამავე დროს იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვის და ქურთის მუნიციპალიტეტები. მე მაინც ვემხრობი, რომ ყველა მუნიციპალიტეტებად დარჩეს და რაიონებზე არ გადავიდეს, რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტებია და გარკვეულწილად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მათ დამკვიდრებას.--დათო1010 08:19, 29 ივნისი 2021 (UTC)
- ჯავის მუნიციპალიტეტი - ასეთი ადმ. ერთეული საქართველოში არ არსებობს და არც უარსებია. არსებობდა ჯავის რაიონი, რომელზეც ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ საქ. იურისდიქციას ვერ ახორციელებს, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე არ აქვს შექმნილი ადმ. ერთეულები. 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. 2006 წელს განხორციელებული სახელწოდების ცვლილება (მუნიციპალიტეტი რაიონის ნაცვლად) შეეხო მხოლოდ საქ. დე-ფაქტო იურისდიქციაში არსებულ რაიონებს და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტები. მათ შორის, შეიქმნა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვის და ქურთის მუნიციპალიტეტები 2006 წლისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე. 2008 წელს ოკუპირებულ იქნა ეს მუნიციპალიტეტებიც. მაგრამ ეს მუნიციპალიტეტები შექმნილი და რეგისტრირებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაცია მოხდა, ვიკიპედიაში მათზე სტატიების არსებობა სწორია, რადგან კანონმდებლბით ისინი არ არსებობს, რაც შეეხება ჯავას, ჯავის რაიონის ტერიტორია ოკუპირებულია არა 2008 წლიდან, არამედ 1990-იანი წლებიდან, შესაბამისად იქ არ შექმნილა ჯავის მუნიციპალიტეტი და ასეთი ადმინისტრაციული ერთეული არსებობს მხოლოდ ვიკიპედიაში, არსად სხვაგან, არც კანონმდებლობაში, არც ისტორიაში და არც დღევანდელობაში. --M. განხილვაწვლილი 12:57, 29 ივნისი 2021 (UTC)
@M.: არ შეგვიძლია, რომ ოფიციალურად მივმართოთ "ენციკლოპედია საქართველოს" რედაქციას თუ რა მიზნით ახსენებენ "ქე"-ში თუნდაც ჯავის მუნიციპალიტეტს? ეგებ აქვთ რამე წონიანი მიზეზი რაც ჩვენ არ ვიცით?-Surprizi განხილვაწვლილი 05:27, 1 ივლისი 2021 (UTC)
„2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან გაუქმდა ქვედა (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) დონე და ერთადერთ (როგორც თვითმმართველ, ისე ტერიტორიულ) ერთეულად ყოფილი რაიონების ფარგლებში ფორმირებული მუნიციპალიტეტი გამოცხადდა[1]. 2006 წლის 10 ნოემბერს ერთ-ერთი პირველი, გადამხდელად დარეგისტრირდა სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტი და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი[2].“
|
ჩვენ არაფერი არა გვაქვს შესალამაზებელი. ყველა ტერიტორიულ ერთეულს გინდ გაგრის საქალაქო საბჭო იყოს თუ ჯავის რაიონი, აფხაზების რაიონებიანად, ყველაფერს დაერქვა მუნიციპალიტეტი! მიუხედავად იმისა რომ მათი რეგისტრაცია გადამხდელად ერთი თვის შემდეგ დაიწყო, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების გამოცხადების დღიდან ყველა ავტომატურად გახდა მუნიციპალიტეტი! ასე რომ ჩვენ არაფრის არ უნდა მოგვერიდოს! მერე რა რომ ჯავის არჩევნები არ ჩატარდა, რადგანაც არავინ იყო ამომრჩეველი. 2006 წლის შედეგების შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტია თუნდაც საკრებულოს გარეშე. ვერსად ნახავთ ოფიციალურ დოკუმენტს 2006 წლის შემდეგ სადაც ხსენებაში იქნება რაიონი! 2006 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ ყველგან მუნიციპალიტეტი უნდა ეწეროს!--Surprizi განხილვაწვლილი 18:28, 2 ივლისი 2021 (UTC)
- ერთ-ერთი ლოგიკა ეს არის. მე პირადად ცოტ ბუნდოვნად მეჩვენება. კანონში, თუ სწორად მახსოვს, ნახსენებია არსებული რაიონების მუნიციპალიტეტებად გარდაქმნა. არსებობდა 2006 წელს ოფიციალურ დონეზე ჯავის რაიონი? იგი გაყინული ხომ არაა დღემდე? თავდაპირველ ეტაპზე ეს რეფორმა, როგორც ვიცით, აფხაზეთსა და ყოფ. სამხრეთ ოსეთს არ შეეხო და რამდენიმე ხნის შემდეგ შეიქმნა ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტები. გიო ოქრო 18:41, 2 ივლისი 2021 (UTC)
- 2006 წელს, მცირე ზომის მუნიციპალიტეტების არაეფექტურობის საბაბით, გაუქმდა თვითმმართველობის პირველი დონე (1004 ერთეული) და ერთადერთ ადგილობრივ დონედ რაიონული (64 ერთეული) გამოცხადდა, ხოლო ყოფილ რაიონებს “მუნიციპალიტეტები“ ეწოდა[3].--Surprizi განხილვაწვლილი 18:43, 2 ივლისი 2021 (UTC)
- @გიო ოქრო:დამილინკე კანონი რა. ანუ რა გამოდის, რომ გაუქმდა ქვედა დონე მაგრამ არ გაუქმდა? ესეიგი რა იმ კონკრეტულ რაიონებში სასოფლო საბჭოებია ისევ, თუ თანამედროვე თემები? თუ გაუქმდა ქვედა დონე სრულიად საქართველოში ესეიგი, ყველგან გაუქმდა!--Surprizi განხილვაწვლილი 18:45, 2 ივლისი 2021 (UTC)
- @Surprizi ჯერ-ჯერობით ამას მივაგენი https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/27802?publication=36:
- @გიო ოქრო:დამილინკე კანონი რა. ანუ რა გამოდის, რომ გაუქმდა ქვედა დონე მაგრამ არ გაუქმდა? ესეიგი რა იმ კონკრეტულ რაიონებში სასოფლო საბჭოებია ისევ, თუ თანამედროვე თემები? თუ გაუქმდა ქვედა დონე სრულიად საქართველოში ესეიგი, ყველგან გაუქმდა!--Surprizi განხილვაწვლილი 18:45, 2 ივლისი 2021 (UTC)
- 2006 წელს, მცირე ზომის მუნიციპალიტეტების არაეფექტურობის საბაბით, გაუქმდა თვითმმართველობის პირველი დონე (1004 ერთეული) და ერთადერთ ადგილობრივ დონედ რაიონული (64 ერთეული) გამოცხადდა, ხოლო ყოფილ რაიონებს “მუნიციპალიტეტები“ ეწოდა[3].--Surprizi განხილვაწვლილი 18:43, 2 ივლისი 2021 (UTC)
- ეს ის დოკუმენტი არ არის, ზევით რაც ვახსენე, ძიებას ვაგრძელებ. გიო ოქრო 19:01, 2 ივლისი 2021 (UTC)
მე ვფიქრობ რომ ამ 2006 რეფორმაზე კაი სტატია უნდა დაიწეროს და ყველაფერი გახდებ ნათელი! რა რეფორმა იყო რა ერქვა არც კი ვიცით.--Surprizi განხილვაწვლილი 19:05, 2 ივლისი 2021 (UTC)
- @Surprizi: tp://mreg.reestri.gov.ge/ საქართველოს რეესტრის ეროვნული სააგენტო — მუნიციპალიტეტების რეესტრი]</ref>.}}
„ყველა ტერიტორიულ ერთეულს გინდ გაგრის საქალაქო საბჭო იყოს თუ ჯავის რაიონი, აფხაზების რაიონებიანად, ყველაფერს დაერქვა მუნიციპალიტეტი!“ არ არის სწორი. 2005 წელს მიღებული კანონით, რომელიც 2006 წელს შევიდა ძალაში და დალინკულია ზემოთ, მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა მხოლოდ საქართველოს დე-ფაქტი იურისდიქციაში არსებულ რაიონებს, ქალაქებს და ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს. იხ. მუხლი 64. გიოოქროს ციტატაც აქვს გამოტანილი ზემოთ. არაიურისტები ცდილობთ სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტაციას და იურისტები მაგას წლების განმავლობაში სწავლობენ :))) რაც შეეხება ქე-ს, ჯ -ს შესაბამისი ტომი არ არის გამოსული და სხვა სტატიაში თუ ჯავის მუნიციპალიტეტია ნახსენები, ეგ არაფერს ნიშნავს, სხვა შეცდომებიც აქვთ მუნიციპალიტეტების საკითხებზე. მოკლედ, კანონის მიხედვით ასეა, არ არსებობს არც ჯავის და არც მაგ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი და აქ გადასაწყვეტი ის უფროა კანონის მიხედვით იქნება დაწერილი თუ „გვაწყობს“ მიხედვით --M. განხილვაწვლილი 09:42, 3 ივლისი 2021 (UTC)
- @M.:
პატივცემულო M., მე არც არაფერს ვაკანონებ და არაფერს არ ვამტკიცებ. მე მინდა რომ ამიხსნათ ყველაფერი ნორმალურად თუ რა რის საფუძელზე დადგინდა. ფაქტი ისაა რომ:
- მუნიციპალიტეტები რაიონების მერე პირველად გაოფიციალურდა 5 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ (წყაროა მოსაძიებელი მყარი).
- როცა მუნიციპალიტეტობანა გაჩნდა, ყველა ერთ დღეს არ გახდა „სსიპ ******* მუნიციპალიტეტი“, არამედ მინიმუმ ერთი თვის შემდეგ დაიწყეს მათი დარეგისტრირება. თუმცა ამას ხელი არ შეუძ₾ია იმისათვის რომ მათთვის რეგისტრაციამდე მუნუციპალიტეტი ეწოდათ!
- აჟარის, ქურთის, ერედვისა და თიღვის თემები წარმოიქმნა სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. აჟარის თემი წარმოქმნის მიზეზი იქ არსებული საქართველოს კონტროლირებადი ზონა იყო. დანარჩენ სამში კი წარმოდგენიი იყო ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობა და იქ მუნიციპალური საკრებულო, რადგანაც თუნდაც დევნილ მდგომარეობაში მას ამომრჩეველი ყავს. რაც შეეხება ჯავის რაიონს, როგორც ჩანს ის ტერიტორია უფრო სეპარატისტული განწყობის მქონეა და იქედან დევნილი არავინაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ეს როგორც თქვენ ზემოთ ახსენეთ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.
- თქვენ ახსენეტ რომ „იურისტები მაგას წლების განმავლობაში სწავლობენ :)))“ (ეს სამილიკი თქვენია). უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ და დაგვიძებნოთ ის ავადსახსენებელი შესწავლის პროცესი(თქვენ რომ ასე ამაყად იწონებთ თავს), რომ ჩვენ, როგორც თქვენ ბრძანებთ ინტერპრეტაციას არ მივყოთ ხელი!
- რაც შეეხება ქე-ს, მას პირველ თავებში სწორედ რაიონები აქვს ნახსენები, თუმცა როგორც გავიგე პირველი ტომის თავიდან გამოცემას აპირებენო. ამას მხარს უმაგრებს ისიც რომ ქე-ს ოფიციალურ საიტზე სტატიები მეორე ტომის მიხედვით იწყება. ასეა თუ ისე, რომც დავეყრდნოთ მუნიციპალიტეტობანას ეს უშუალოდ ჩვენი ინტერპრეტაცია არ და ვერ იქნება!!! ჩვენი ამოცანაა დავეყრდნოთ წყაროებს! რაც შეეხება ასო ჯ-ს, ვიმედოვნებ რომ ჯ-მდე მინიმუმ ასო „ს“ გამოვა ან თავიდან გამოსაცემი პირველი ტომი. ააფსთა — პირველი ტომის ტოპონიმი. წიგნში წერია „მდინარე გუდაუთის რაიონში“. ელვერსიაში უკვე „მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში“ უწერიათ. მალე დავადგენთ რატომ შეცვალეს.--Surprizi განხილვაწვლილი 11:29, 3 ივლისი 2021 (UTC)
- უბრალოდ ცნობისათვის, ქურთის, თიღვის, ერედვის, აჟარის შეიქმნა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ვაკონტროლებდით 90-იანებიდან. მუნიციპალიტეტები დე იურედ უფრო დიდი იყო, მაგრამ დე ფაქტოდ გარკვეულ ნაწილებს მოიცავდა (აჟარის გარდა). გიო ოქრო 12:02, 3 ივლისი 2021 (UTC)
- მესმის, მაგრამ ქე-ს აშკარად აქვს მეორე ტომში სტატიები: „გუდაუთის მუნიციპალიტეტი“ (გვ. 181) და „გულრიფშის მუნიციპალიტეტი“ (გვ. 197). პირველ ტომის „გაგრის ზონა“ (გვ. 529) და „გალის რაიონი“ (გვ. 536) იმედია წიგნად გამოცემაში გასწორდება, რაც ელექტრონულ გვერდზე უკვე სახეზეა. წესით იქ სადაც დაიწერა სტატია ორ მუნიციპალიტეტზე იქ გალი და სოხუმი შორს არ იდგება. თან ქე-ში წერია გუდაუთის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება გაგრის და სოხუმის მუნიციპალიტეტებიო. მოკლედ, ველოდებით წერილობით პასუხს ენციკლოპედია „საქართველოსაგან“. იმედია მათ ექნებათ ჩვენთვის რამე წონადი სიტყვა სათქმელი. აქვე მინდა დავსძინო, რომ მიუხედავად სხვების აზრისა ჩემთვის ქსე-ც (მოძველებულობის მიუხედავად) და ქე-ც წყაროებია და ეს უკანასკნელი აშკარად ბრმად არ მიყვება დინებას არამედ რაღაც სისტემატიზაცია ახასიათებს. დაველოდოთ პასუხს, მეტი მაინც არაფერი შეგვიძლია ამ ეტაპზე.--Surprizi განხილვაწვლილი 16:01, 3 ივლისი 2021 (UTC)