თამარ გაბარაშვილი

თამარ ბორისის ასული გაბარაშვილი (დ. 22 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი ვიოლონჩელისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954–1956 წლებში სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩელოს სპეციალობაზე (ალექსანდრე ჩიჯავაძის კლასი). 1962 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ჩელოს კლასი, პედაგოგი პროფესორი ს. კოზოლუპოვი), 1966 — ასპირანტურა (იქვე, პროფესორ მსტისლავ როსტროპოვიჩის კლასი). 1966 წლიდან „მოსკონცერტის“ სოლისტია, 1986-იდან — თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1987-იდან — სიმებიან საკრავთა კათედრის გამგე.

რეპერტუარში აქვს იოჰან სებასტიან ბახის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფრანც იოზეფ ჰაიდნის, ლუიჯი ბოკერინის, ბენჯამინ ბრიტენის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, სერგეი პროკოფიევის, ალფრედ შნიტკეს, სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის ნაწარმოებები. მუსიკოს-შემსრულებელთა არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა (1962, ჰელსინკი, ოქროს მედალი) და კონკურსის (პაბლო კაზალსის სახელობის კონკურსი, ბუდაპეშტი, 1963, III პრემია; ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსი, მოსკოვი, 1966, IV პრემია) ლაურეატი, კონცერტებს მართავს ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (აშშ, კანადა, ფინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და სხვა). მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1995), ღირსების ორდენი (1999).

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება