ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლუიჯი ბოკერინი (იტალ. Luigi Boccherini; 19 თებერვალი 1743, ლუკა28 მაისი 1805, მადრიდი) — იტალიელი ვიოლონჩელისტი და კომპოზიტორი.

ლუიჯი ბოკერინი უკრავს ვიოლონჩელზე, უცნობი მხატვარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცამეტი წლისას მშობლიურ ქალაქ ლუკაში გამოდიოდა კონცერტებზე, როგორც ვიოლონჩელისტი. მოგვიანებით უკრავდა ლუკას თეატრის ორკესტრში. თავისი ხელოვნების საჩვენებლად იმოგზაურა ევროპის ქვეყნებში. იყო ვენაში, პარიზში. ამავე დროს დაიწყო თავისი კომპოზიტორული მოღვაწეობა.

1769 წელს ბოკერინი მოხვდა მადრიდში. 1787 წელს პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ II-სგან მიიღო შეკვეთა დაეწერა ნაწარმოებები. მეფისადმი მიძღვნილი ნაწარმოებისათვის გახდა მეფის კარის კომპოზიტორი.

შემოქმედება

რედაქტირება

ბოკერინის აქვს დიდი შემოქმედება. მათ შორის რამდენიმე ორატორია, კანტატა, მესა და ოპერა. მთავარ ადგილს მის შემოქმედებაში იკავებს ინსტრუმენტალური მუსიკა (450-მდე ნაწარმოები).

ბოკერინის ნაწარმოებებმა იმოქმედა ვენის კლასიკოსებზე, მათ შორის მოცარტზე.

მთავარი ნაწარმოებები

რედაქტირება
  • 20 სიმფონია
  • 7 კონცერტი
  • 100-ზე მეტი ნაწარმოები სიმებიანი კვარტეტისათვის
  • 125 სიმებიანი კვინტეტი
  • 60 სიმებიანი ტრიო
  • 60-მდე კამერული ნაწარმოები სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის
  • ორატორიები, კანტატები, მესები



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუიჯი_ბოკერინი“-დან