თაილი ღვინიანიძე
თაილი ღვინიანიძე (დ. 28 თებერვალი, 1930, თბილისი) — ქართველი ეკონომ-გეოგრაფი, გეოგრაფი და მეცნიერი.
თაილი ღვინიანიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 თებერვალი, 1930 (94 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1953-1956 წლებში სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში პროფესორ გიორგი გეხტმანის ხელმძღვანელობით.
1956 წლიდან მუშაობდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში ინსტიტუტში საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკურ-გეოგრაფიული რეგიონების შესწავლის საქმეს და ამ დარგში შრომების მეტად მნიშვნელოვანი ფონდი შეიქმნა. ეწყობოდა სამეცნიერო ექსპედიციები, რომლებშიც იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1959-1962 წლებში გამოაქვეყნა შრომები ზემო იმერეთისა და აჭარის ტრანსპორტის, ვაჭრობისა და რაიონთაშორისი ეკონომიკური კავშირების შესახებ. შემდეგში კი სწავლობდა რეგიონების ისტორიულ გეოგრაფიას, რომელთა შესახებ აქვეყნებდა ნაშრომებს. მოგვიანებით შეიქმნა მონოგრაფიები სამრეწველო კვანძებზე, რაშიც იგი მონაწილეობდა. 1970-1973 წლებში ორ ტომად გამოიცა „საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“, რომელშიც მოთავსებულია მისი ნაშრომები, ასევეა „საქართველოს სსრ ადმინისტრაციული რაიონებისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების ცნობარი“. 1967 წელს მოსკოვში დაიბეჭდა (რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და პოლონურ ენებზე) „საქართველო“, რომელშიც დაბეჭდილი ქვეთავები აფხაზეთსა და აჭარაზე მას ეკუთვნის. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი. 1981 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 264