ციცი თავხელიძე

ქართველი მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, პიანისტი.
(გადამისამართდა გვერდიდან თავხელიძე, ციცი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავხელიძე.

ციცი თავხელიძე (დ. 21 ოქტომბერი, 1940, თბილისი — გ. 25 თებერვალი, 2022) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, პიანისტი.

ციცი თავხელიძე
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1940(1940-10-21)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 25 თებერვალი, 2022(2022-02-25) (81 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე და პიანისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1964 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საფორტეპიანო), პარალელურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ინგლისური ენა).

1962 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (სავალდებულო ფორტეპიანო), 2004 წლიდან პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიკოსი, დოქტორი. ქართული რეპერტუარი: ანდრია ბალანჩივაძის, ნოდარ გაბუნიას, ნოდარ გიგაურის, ოთარ თაქთაქიშვილის, რევაზ კემულარიას, შალვა მშველიძის, ს. ჟვანიას, რამაზ ქარუხნიშვილის, გია ყანჩელის, კ. ჩუხრუკიძის, ზ. ხაბალოვას საფორტეპიანო ნაწარმოებები.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „მუსიკის აღქმის პრობლემები. სტილის გრძნობის თავისებურებანი“, დაიცვა 1989 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება