თავზეხელაღებული (ტელესერიალი)

(გადამისამართდა გვერდიდან თავქარიანი (ტელესერიალი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავზეხელაღებული (მრავალმნიშვნელოვანი).

თავზეხელაღებული (ინგლ. Daredevil) — ფენტეზის ჟანრის ამერიკული ტელესერიალი, რომელიც დაფუძნებულია მარველის კომიქსებზე. გადაიღეს Marvel Television-მა, ABC Studios-მა, DeKnight Productions-მა (პირველი სეზონი) და Goddard Textiles-მა.

თავზეხელაღებული
ჟანრი სუპერგმირული
ეფუძნება მარველის კომიქსები
შეიმუშავა ჯეიმზ ტაკერი
მაიკლ ჟელენიჩი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 3
ეპიზოდი 39
წარმოება
ხანგრძლივობა დაახლოებით 55 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Netflix
ეთერი
ჩვენების ფორმატი SDTV, HDTV
ქრონოლოგია
წინა აგენტი კარტერი
შემდეგი ჯესიკა ჯოუნსი
რესურსები ინტერნეტში
საიტი


სერიალის მსახიობები 2015 წლის New York Comic Con-ზე (მარცხნიდან: კოქსი, უოლი, ჰენსონი, ბერნთალი, იუნგი)

სერიალი ეკუთვნის მარველის კინოსამყაროს ტრილოგიას. მასში მთავარ როლს ასრულებს ჩარლი კოქსი (თავზეხელაღებული). სერიალის ლიცენზირების პარტნიორებს სურდათ მარველთან გაერთიანება და მათთან მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალი არ ყოფილა ფილმის პროექტი და არ ჰქონია თავისი წინამორბედის, „თავზეხელაღებულის“ მსგავსი რეიტინგი.

„თავზეხელაღებული“ არის 2003 წელს, მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის განახლება. ამ ფილმის მეორე ნაწილი იყო ფილმი „ელექტრა“ (2005). მარველის კომიქსების პერსონაჟი ელექტრა (სერიალში მის როლს ასრულებს მსახიობი ელოდი იუნგი) აგრეთვე ჩნდება „თავზეხელაღებულის“ მეორე სეზონში, შემდეგ კი — სერიალ „მცველებში“, რომელიც სერიალ „თავზეხელაღებულის“ გაგრძელებაა. ამ სერიალში ელექტრას იხსენიებენ სახელით „შავი ცა“. „თავზეხელაღებულში“ აგრეთვე მარველის კომიქსების სხვა პერსონაჟებიც მონაწილეობენ, მაგალითად, უილსონ ფისკი, კარენ პეიჯი, ფოგი ნელსონი, დამსჯელი და სხვები[1].

„თავზეხელაღებულის“ გაგრძელებაა ტელესერიალი „მცველები“, რომელშიც თავზეხელაღებულს პარტნიორობას უწევენ სუპერგმირები ლუკ კეიჯი (მაკ კოლტერი), ჯესიკა ჯოუნსი (კრისტენ ლიტერი) და რკინის მუშტი (ფინ ჯოუნსი) (სერიალი „რკინის მუშტი“). ყოველ ამ სუპერგმირს ეძღვნება ცალკე ტელესერიალი. „მცველების“ გამოსვლის შემდეგ გამოდის „დამსჯელი“. მანამდე დამსჯელის/ფრენკ კასლის (მსახიობი ჯონ ბერნთალი) პერსონაჟი ჩნდება „თავზეხელაღებულის“ მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში. „დამსჯელის“ და „მცველების“ გამოსვლა 2017 წელს იგეგმება. „მცველები“ გამოდის გამოდის 2017 წლის 18 აგვისტოს. მისი პირველი ტრეილერი უკვე გავრცელდა ინტერნეტში. ხოლო „დამსჯელი“ არის ფილმების „დამსჯელი“ (2003) და „დამსჯელი: საომარი ზონა“ (2008) ახალი ვერსია.

„თავზეხელაღებული“ შედგება ორი სეზონისგან. პირველი სეზონი გამოვიდა 2015 წელს, მეორე სეზონი — 2016 წელს, ხოლო მესამე — 2018 წელს. თითოეულ სეზონში არის 13 ეპიზოდი, ყოველი მათგანი კი 50-60 წუთს გრძელდება.

„თავზეხელაღებულში“ აღწერილია 2012 წელს გადაღებული მარველის კინოსამყაროს ტრილოგიის რიგით მეექვსე ფილმში „შურისმაძიებლებში“, შურისმაძიებლებსა და უცხოპლანეტელ ჩიტაურებს შორის, ნიუ-იორკში მომხდარი ბრძოლის შემდეგი მოვლენები, თუ როგორ ებრძვის ბოროტმოქმედებს ნიუ-იორკის ახალი სუპერგმირი, ჯოჯოხეთის სამზარეულოში მცხოვრები უსინათლო ადვოკატი მეტ მერდოკი.

მოკლე სიუჟეტი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
 
თავზეხელაღებული

პირველი სეზონი

რედაქტირება

ბავშვობაში გადატანილმა მძიმე ავარიამ იურისტი მეტ მერდოკი დააბრმავა. უსინათლობაში გატარებულმა მთელმა ცხოვრებამ მას სხვა შესაძლებლობები გაუძლიერა - ძლიერი სმენა, ძლიერი ყნოსვა. ახლა ის სამართლიანობისთვის, ჯოჯოხეთის სამზარეულოში იბრძვის და კრიმინალს ამ უჩვეულო შესაძლებლობებით ამარცხებს[2] . მეტ მერდოკს დედა ადრეულ ასაკში დაეღუპა, მამა კი მოუკლეს და ამის შემდეგ ის უდედმამოდ გაიზარდა. ამ დროს მეტი აღმოაჩინა უსინათლო კუნგ-ფუს ოსტატმა სტიკმა და მან, მეტს ასწავლა საბრძოლო ხელოვნება და მედიტაცია. ტელესერიალი იწყება ადვოკატების ფოგი ნელსონისა და მეტ მერდოკს გაერთიანებიდან, როცა შექმნეს საერთო კომპანია ნელსონი და მერდოკი, შემდეგ კი მათ შეუერთდა კარენ პეიჯი. მეტის თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ, ხალხმა თავზეხელაღებული (ან თავქარიანი, ინგლისურად:Daredevil) შეარქვა, თუმცა მისი ნამდვილი ვინაობა არავინ იცოდა. თავზეხელაღებულის მთავარი დევიზი არის თავისი ხელით არც ერთი ადამიანის მოკვლა. პირველ სეზონში თავზეხელაღებულის მთავარი მტერია უილსონ ფისკი, რომელსაც მთელი ჯოჯოხეთის სამზარეულოს მაფია ხელში ჰყავს ჩაგდებული, თუმცა მეტი ებრძვის მასთან დაკავშირებულ სხვა კლანებსაც, როგორიცაა იაკუძა, ჩინეთი და რუსული მაფია. სეზონის ფინალურ სერიაში თავზეხელაღებულმა შეძლო უილსონ ფისკის დამარცხება და ციხეში ჩასმა.

მეორე სეზონი

რედაქტირება

მეორე სეზონში თავზეხელაღებული ეწინააღმდეგება კლან ხელს, რომელიც მთელ ნიუ-იორკშია მოდებული. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეტ მერდოკი მეორე სეზონში მარტო არ ებრძვის უსამართლობას, მას პარტნიორობას უწევენ სუპერგმირები ელექტრა და დამსჯელი. მეორე სეზონში თავზეხელაღებული ებრძვის ბოროტმოქმედთა დაჯგუფება „ხელს“, თუმცა ასევე ჩნდება უილსონ ფისკიც. „ხელის“ ერთ-ერთი ლიდერი ნობუ, არის ასევე იაკუძას ლიდერიც. ნობუ უილსონ ფისკმა, იმედგაცრუების შედეგად პირველ სეზონში მოკლა, თუმცა ის გაცოცხლდა მეორე სეზონში და აღმოჩნდა რომ ის არის ხელის ლიდერი(ნობუს გაცოცხლების შესახებ ინფორმაცია არ არის, მხოლოდ ის არის ცნობილი რომ კლან ხელს შეუძლია მკდრების საიქიოდან დაბრუნება).

სერიალში დამსჯელის გამოჩენის თანავე, თავზეხელაღებული მას უპირისპირდება, რადგან ფრენკი ადამიანებს ხოცავს. ფრენკი მხოლოდ დამნაშავეებს კლავდა და ამის გამო საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონდა დამსჯელი. მაგრამ ამის მიუხედავად ქესთლი გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს (სასამართლოში ფრენკ ქესთლის ადვოკატი იყო მეტ მერდოკი), მაგრამ ფრენკი ციხიდან გაიქცა და სეზონის ფინალურ მომენტში დამსჯელი თავზეხელაღებულს დაეხმარა. დამსჯელის შესახებ შემდეგი მოვლენები ხდება სერიალ დამსჯელში.

ელექტრა სეზონის მეხუთე ეპიზოდში გამოჩნდა, ის იყო მეტის ყოფილი შეყვარებული. ამასთანავე, ელექტრა აღზარდა სტიკმა, რომელმაც მას ასწავლა კუნგ-ფუ და საუკეთესო მებრძოლად აქცია. სეზონის ბოლოს ელექტრა აღმოჩნდა „ხელის“ უცნობი ლიდერი, რის შესახებაც თვითონ ელექტრამაც არ იცოდა. ამით მთავრდება მეორე სეზონი, ხოლო შემდეგი მოვლენები ხდება სერიალ „მცველებში“

მესამე სეზონი

რედაქტირება

სერიალის მესამე სეზონი გამოვიდა 2018 წელს.

მსახიობი როლი
ჩარლი კოქსი მეტ მერდოკი/თავზეხელაღებული მეტ მერდოკი/თავზეხელაღებული
დებორა ენ უოლი კერენ პეიჯი კერენ პეიჯი
ელდერ ჰენსონი ფრანკლინ „ფოგი“ ნელსონი ფრანკლინ „ფოგი“ ნელსონი
ტობი ლეონარდ მური ჯეიმზ უესლი ჯეიმზ უესლი
ვონდი კერტის-ჰოლი ბენ ურიხი ბენ ურიხი
ბობ განტონი ლელანდ ოულსლი ლელანდ ოულსლი
აიელეტ ზურერი ვანესა მარიანა ვანესა მარიანა
როსარიო დოუსონი კლერ ტემპლი კლერ ტემპლი
ვინსენტ დ’ონოფრიო უილსონ ფისკი/კინგპინი უილსონ ფისკი/კინგპინი
ჯონ ბერნთალი ფრენკ კასლი/დამსჯელი ფრენკ კასლი/დამსჯელი
ელოდი იუნგი ელექტრა ნაჩიოსი ელექტრა ნაჩიოსი
სტივენ რაიდერი ბლეიკ ტაუერი ბლეიკ ტაუერი

სეზონები

რედაქტირება

პირველი სეზონი

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური გამოსვლის თარიღი
11„Into the Ring“ფილ აბრაამიდრიუ გოდარდი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
22„Cut Man“ფილ აბრაამიდრიუ გოდარდი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
33„Rabbit in a Snowstorm“ადამ კეინიმარკო რამირესი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
44„In the Blood“კენ გიროტიჯო პოკასკი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
55„World on Fire“ფერენ ბლეკბერნილუკ კალტო10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
66„Condemned“გაი ფერლენდიჯო პოკასკი & მარკო რამირესი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
77„Stick“ბრედ ტერნერიდაგლას პეტრი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
88„Shadows in the Glass“სტივენ სერჯიკისტივენ ს. დენაიტი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
99„Speak of the Devil“ნელსონ მაკ-კორმიკიკრისტოს გეიჯი და რუთ ფლეტჩერ გეიჯი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
1010„Nelson v. Murdock“ფერენ ბლეკბერნილუკ კალტო10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
1111„The Path of the Righteous“ნიკ გომესისტივენ ს. დენაიტი & დაგლას პეტრი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
1212„The Ones We Leave Behind“ეიროს ლინიდაგლას პეტრი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
1313„Daredevil“სტივენ ს. დენაიტისტივენ ს. დენაიტი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)

მეორე სეზონი

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური გამოსვლის თარიღი
141„Bang“ფილ აბრაამიდაგლას პეტრი და მარკო რამირესი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
152„Dogs to a Gunfight“ფილ აბრაამიმარკო რამირესი და დაგლას პეტრი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
163„New York's Finest“მარკ ჯობსტიმარკ ვერჰაიდენი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
174„Penny and Dime“პიტერ ჰოურიჯონ კ. კელი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
185„Kinbaku“ფლორია სიგისმონდილორენ შმიდტ ჰისრიჩი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
196„Regrets Only“ენდი გოდარდისნეჰა კურსი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
207„Semper Fidelis“კენ ჯიროტილუკ კალტო18 მარტი, 2016 (2016-03-18)
218„Guilty as Sin“მაიკლ აპენდოლიუიტ ანდერსონი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
229„Seven Minutes in Heaven“სტივენ სერჯიკიმარკო რამირესი და ლორენ შმიდტ ჰისრიხი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
2310„The Man in the Box“პიტერ ჰოურიამბავი: ჯონ კ. კელი
ტელედადგმა: უიტ ანდერსონი & სნია კურსი
18 მარტი, 2016 (2016-03-18)
2411„.380“სტივენ სერჯიკიმარკ ვერჰაიდენი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
2512„The Dark at the End of the Tunnel“ეიროს ლინილორენ შმიდტ ჰისრიხი და დაგლას პეტრი18 მარტი, 2016 (2016-03-18)
2613„A Cold Day in Hell's Kitchen“პიტერ ჰოურიდაგლას პეტრი და მარკო რამირესი18 მარტი, 2016 (2016-03-18)

მესამე სეზონი

რედაქტირება

მესამე სეზონი გამოდის 2018 წელს[3]. იგი გამოდის „ჯესიკა ჯოუნსის“ მეორე სეზონთან და „დამსჯელის“ პირველ სეზონთან ერთად. „ლუკ კეიჯის“ მეორე სეზონის პრემიერაც 2017 წლის 30 სექტემბერს იგეგმება. „რკინის მუშტის“ მეორე სეზონის და „მცველების“ პირველი სეზონის დებიუტებიც 2017 წელს არის დაგეგმილი.[4].

კოსტიუმები

რედაქტირება

ჯოშუა შოუ, რომელმაც ასევე იმუშევა „S.H.I.E.L.D.-ის აგენტებზე“, სერიალს დაეხმარა და იმუშავა პირველი სეზონის რამდენიმე პერსონაჟის კოსტიუმების დიზაინზე, ხოლო მეორე სეზონის კოსტიუმების დიზაინზე იმუშავა ლორეინ კალვერტმა.[5] რაც შეეხება სერიალის მთავარი დიზაინერს, ის არის სტეფან მასლანსკი.

ვიზუალური ეფექტები

რედაქტირება

სერიის ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობდა ნიუ-იორკის სტუდია Shade VFX. ბრაიან გოსუინი მუშაობდა სერიალის ვიზუალური ეფექტების ზედამხედველად.

სხვა მედიაში

რედაქტირება

2015 წლის ნოემბერში განახლდა მობილური საბრძოლო თამაში Marvel: Contest of Champions, რომლის ექვს ნაწილში ასახულია თავზეხელაღებულის და ჯესიკა ჯოუნსის ამბები, თამაშის მოქმედება კი ვითარდება ჯოჯოხეთის სამზარეულოში[6].

კასტინგი

რედაქტირება
 
ვინსენტ დ'ონოფრიო, უილსონ ფისკის როლის შემსრულებელი.

პირველი სეზონი

რედაქტირება

2014 წლის მაისის ბოლოს, ჩარლი კოქსი დაამტკიცეს მთავარ, თავზეხელაღებულის/მეტ მერდოკის როლზე. 10 ივნისს მარველმა განაცხადა, რომ ვინსენტ დ'ონოფრიო სერიალში ითამაშებდა უილსონ ფისკის როლს, და 20 ივნისს, როსარიო დოუსონი შეუერთდა მსახიობებს. რამდენიმე დღის შემდეგ ელდენ ჰენსონი დაამტკიცეს ფოგი ნელსონის როლზე, ხოლო 17 ივლისს დებორა ენ უოლს კარენ პეიჯის როლი დაუმტკიცეს. ხოლო აიელეტ ზურერი (ვანესა მარიანა), ბობ განტონი (ლელანდ ოულსლი), ტობი ლეონარდ მური (ჯეიმზ უესლი), ვონდი კერტის-ჰოლი (ბენ ურიხი) როლებზე ერთ დღეს დამტკიცდნნენ.

მეორე სეზონი

რედაქტირება

2015 წლის ივნისში „მარველის კინოსამყარომ“ განაცხადა, რომ ჯონ ბერნთალი მეორე სეზონისთვის შეასრულებდა ფრენკ კასლის/დამსჯელის როლს. სეზონში ბრუნდებიან მსახიობები კოქსი, ვოლი, ჰენსონი, დოუსონი და დ'ონოფრიო. მომდევნო თვეში ელოდი იუნგი დაამტკიცეს ელექტრას როლზე, რომელიც გამოჩნდა პირველ სეზონშიც.

ტელესერიალის კასტინგის დირექტორები არიან ლარა მეიფილდი და ჯული შუბერტი.

  გარე ვიდეოფაილები
  სატიტულო თემა თავზეხელაღებულიდან, კომპოზიტორ ჯონ პაესანოს მიერ შექმნილი მუსიკა სპეციალურად სერიალისთვის.

2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალისთვის მუსიკა უნდა დაეწერა ჯონ პაესანოს[7]. მთავარი თემა, რომელიც ბრეიდენ კიმბოლის თანამონაწილეობით შეიქმნა, გამომდინარეობს პაესანოს ორიგინალური დემოების სერიიდან, რომელიც მან წარადგინა მოსმენის პროცესში. პაესანომ აღნიშნა, რომ ასეთი სახით მასალა იშვიათად შედის საბოლოო საუნდტრეკში. პირველი სეზონის საუნდტრეკი გამოვიდა iTunes-ზე 2015 წლის 27 აპრილს, ხოლო მეორე სეზონის საუნდტრეკი გამოვიდა 2016 წლის 15 ივლისს. [8]

გადაღება

რედაქტირება

სერიის გადაღება მიმდინარეობს ნიუ-იორკში, ბრუკლინისა და ლონგ-აილენდის რაიონებში, რომელიც ჯერ კიდევ ჰგავს ძველ „ჯოჯოხეთის სამზარეულოს“. სერიალის გრაფიკით, ყოველი ეპიზოდის გადაღება რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მიმოხილვა

რედაქტირება
სეზონი კრიტიკული გამოხმაურება
Rotten Tomatoes Metacritic
1 98% (51 მიმოხილვა)[9] 75 (22 მიმოხილვა)[10]
2 76% (33 მიმოხილვა)[11] 68 (13 მიმოხილვა)[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Cavanaugh, Patrick. (October 7, 2015) 'Marvel's Daredevil' Season 2 Concept Art Unveiled. Marvel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 8, 2015. ციტირების თარიღი: October 8, 2015.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2017-06-06.
  3. Goldberg, Lesley; Bucksbaum, Sydney. Comic-Con: 'Daredevil' Renewed for Third Season at Netflix. The Hollywood Reporter (July 21, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 22, 2016. ციტირების თარიღი: July 21, 2016.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-11. ციტირების თარიღი: 2017-05-30.
  5. White, Brett (October 10, 2015). "NYCC: "Jessica Jones" & "Daredevil" Collide at Marvel/Netflix Panel". Comic Book Resources. Archived from the original on October 11, 2015. Retrieved October 11, 2015.
  6. [1]
  7. John Paesano to Score Marvel's 'Daredevil' Series. Film Music Reporter (October 10, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2014. ციტირების თარიღი: October 11, 2014.
  8. http://filmmusicreporter.com/2016/07/14/daredevil-season-2-soundtrack-details/
  9. Marvel's Daredevil: Season 1 (2015). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: November 9, 2015.
  10. Marvel's Daredevil : Season 1. Metacritic. ციტირების თარიღი: April 10, 2015.
  11. Marvel's Daredevil: Season 2 (2016). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  12. Marvel's Daredevil : Season 2. Metacritic. ციტირების თარიღი: March 24, 2016.