დამსჯელი (ინგლ. Punisher; ნამდვილი სახელი ფრენკ კასლი) — „Marvel Comics“-ის ერთ-ერთი პერსონაჟი, ნიუ-იორკში (ჯოჯოხეთის სამზარეულოში) მცხოვრები ფრენკ კასლი.

დამსჯელი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა საოცარი ადამიანი ობობა #129 (თებერვალი, 1974)
ავტორ(ებ)ი გერი კონუეი (მწერალი), ჯონ რომიტა (მხატვარი)
დახასიათება
ალტერ ეგო ფრენსის „ფრენკ“ კასლი
სახეობა ადამიანი
მოკავშირეები თავზეხელაღებული
შესაძლებლობა სნაიპერი და ძლიერი დარტყმა

დამსჯელის შესახებ გადაღებულია ორი ფილმი. 2017 წელს გამოვიდა ტელესერიალი „დამსჯელი“, რომელიც ეკუთნის Marvel-ის კინოსამყაროს. მანამდე ეს პერსონაჟი გამოჩნდა სერიალ „თავზეხელაღებულში“.

ფრენკი თავდაპირველად იბრძოდა ერაყში. იქიდან დაბრუნებული, დახვეწილი იყო ბრძოლაში. ფრენკს ოჯახი დაუხოცეს, ამიტომ დაიწყო მკვლელის ძებნა. ამასობაში ის ნიუ-იორკის ბანდიტების კლანებს ებრძვის (ჩინელებს, ადგილობრივ ამერიკელებს, რუსებს, იაპონელებს და ირლანდიელებს). ბანტიტებმა ფრენკს შეარქვეს დამსჯელი. გაიცნო რა თავზეხელაღებული, მასთან გაერთიანდა ბანდიტებთან ბრძოლაში.

არის სამხედრო ექსპერტი და პარტიზანული ტაქტიკოსი, შეუძლია შეღწევა ნებისმიერ ვითარებაში, ნგრევა და სპეციალური ოპერაციების მომზადება ისე რომ ყოველთვის გაიმარჯვოს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: