ზღვის ფინია (ლათ. Aidablennius sphynx) — სხივფარფლიანი თევზი ზღვისფინიისებრთა ოჯახისა. სხეულის საერთო სიგრძე 8 სმ არ აღემატება. სხეულის გვერდებზე გასდევს 6-7 განივი მურა ზოლი. გავრცელებულია ხმელთაშუა, მარმარილოს და შავ ზღვებში. შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონაში გვხვდება ყველგან, წყალმცენარეებით დაფარულ ქვიან ადგილებში. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, თევზის ქვირითით, ჭიებით, წყალმცენარეებით. აპრილიდან სექტემბრამდე ქვირითს ყრის ქვებზე, ლოკოკინის ცარიელ ნიჟარებში, ორმოებში, მამალი იცავს ქვირითიან ბუდეს. ზღვის ფინია სუბტროპიკული დემერსალური თევზია. სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს. 1836 წელს აღიწერა ფრანგი ზოოლოგის აშილ ვალანსენის მიერ.

ზღვის ფინია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ოჯახი:  ზღვისფინიისებრნი
სახეობა:  ზღვის ფინია
ლათინური სახელი
Aidablennius sphynx
Blennius sphinx
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 185168

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: