ზღვისფინიისებრნი (ლათ. Blenniidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი ზურგის ფარფლი, უმრავლესობას ყელზე განლაგებული მუცლის ფარფლები. ოჯახში 400-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებშია გავრცელებული. გავრცელებულია აგრეთვე შავ ზღვაში. ბინადრობენ სანაპირო წყლებში. მრავალი სახეობა ხმელეთზე ცოცვითა და ხტუნვით მოძრაობს. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.

Scartella cristata 25-09-07 DSCF1035.jpg

ლიტერატურარედაქტირება

  • ქსე, ტ. 4, გვ. 551, თბ., 1979