ზღვის კურდღელი, ლახტაკი (Erignathus barbatus) — ფარფლფეხიანი ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. მისი სხეულია სიგრძეა 2,2-2,6 მ, წონა — 225-360 კგ. აქვს რუხ-ყავისფერი ბალანი და ზოგჯერ ზურგზე ღია ფერის ლაქები. ბინადრობს ატლანტიკის არქტიკულ რაიონებში, თეთრ, ბარენცის, კარის, ჩუკოტკის, ბერინგისა და ოხოტის ზღვებში. ცხოვრობს, ჩვეულებრივ, ერთეულებად, წყალმარჩხ ადგილებში. მრავლდება გაზაფხულზე მოდრეიფე ყინულზე. იკვებება ფსკერის უხერხემლოებით, იშვიათად — თევზით. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.

ზღვის კურდღელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ქვერიგი:  ფარფლფეხიანები
ოჯახი:  ნამდვილი სელაპები
სახეობა:  ზღვის კურდღელი
ლათინური სახელი
Erignathus barbatus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 8010
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება