ზურგისძვალი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და დაღესტანში
ზურგისძვალი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის — დურუჯის სათავეებში, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2766 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ზურგისძვლის ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. მდინარე შავი დურუჯისაკენ (დურუჯის ერთ-ერთი სათავე) მიმართული კალთა გაშიშვლებულია, დანარჩენი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ზურგისძვალი | |
---|---|
მთა ზურგისძვლის ხედი სოფ. კისისხევიდან | |
კოორდინატები: 42°01′53″ ჩ. გ. 45°55′39″ ა. გ. / 42.03139° ჩ. გ. 45.92750° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე დაღესტანი |
სიმაღლე | 2766 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 404.