ზურაბ მათიაშვილი
ზურაბ მათიაშვილი (დ. 7 ნოემბერი, 1954, მარტყოფი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი.
ზურაბ მათიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 1954 (70 წლის) |
დაბ. ადგილი | მარტყოფი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | არქიტექტორი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1978 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სტუდენტთა საპროექტო ბიუროში არქიტექტორად, შემდგომ იყო უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის უფროსი და ბიუროს უფროსის მოადგილე. პრაქტიკული შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, 1985 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრაზე, სადაც იყო უფროსი პედაგოგი. 1998 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი. 2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი ძირითადი და რეალიზებული ნამუშევრებია: ადმინისტრაციული შენობა და დარბაზი სოფელ მარტყოფში, ექსპერიმენტულ-საჩვენებელი სოფელი ხორნაბუჯი სიღნაღის რაიონში (ვ. დავითაიასა და თ. გოგოლაშვილთან ერთად), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ბეთანიაში, წყნეთში, საგურამოში, ბაკურიანში, თბილისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში დიღმის მასივსა და ვერის უბანში (არქიტექტორ ლევან მათიაშვილთან ერთად, 1999), წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ წინუბანში (2000), სამების ეკლესიის რეკონსტრუქცია სოფელ მარტყოფში (2001), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ფიზკულტურის ქ. №1-ში (2002), სასტუმრო „ვილა პალასი“ დაბა ბაკურიანში (2003-2005), „გრანდ ვეჯინი“ რუსთავში (2012), ინდივიდუალური სახლები ბეთანიაში, სარეაბილიტაციო ცენტრი ბაზალეთის ტბაზე, საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ადმინისტრაციული შენობა თბილისში, კოსტავას ქ. №77-ში, სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მრავალსართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი თბილისში, ტყვარჩელის ქ. №2-ში (არქიტექტორ ლევან შავლიაშვილთან ერთად), კუმისის სამონასტრო კომპლექსი. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში: 1984 წელი — „დიდგორის ბრძოლის მემორიალი“ — III პრემია (მოქანდაკე თ. კიკალიშვილთან და თ. დალაქიშვილთან ერთად), 1999 წელი თბილისი, სასტუმრო „ვაკეს“ რეკონსტრუქციის კონცეფცია, II პრემია, 1986 წელი — მოსკოვი, ახალგაზრდა არქიტექტორთა შემოქმედების დათვალიერება-კონკურსი, II პრემია და დათვალიერება-კონკურსის ლაურეატის წოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 360