ზემო ენთელი
ზემო ენთელი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფხეროს თემში.[2] მდებარეობს ფერსათის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 16 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 26 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ნაეკლესიარი.
სოფელი | |
---|---|
ზემო ენთელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ფხერო |
კოორდინატები | 41°41′12″ ჩ. გ. 42°47′38″ ა. გ. / 41.68667° ჩ. გ. 42.79389° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1380 მ |
მოსახლეობა | 173[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებაზემო ენთელი იხსენიება XVI საუკუნის გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში.საბჭოთა პერიოდში შედიოდა ბოლაჯურის სასოფლო საბჭოში, მოქმედებდა მემცენარეობისა და მეცხოველეობის მეურნეობები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 173 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 202 | 98 | 104 |
2014[1] | 173 | 82 | 91 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 507.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.