ზემო ბროლოსნის წმინდა გიორგის ეკლესია
ზემო ბროლოსნის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბროლოსანში. წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 500 მ-ზე, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,2 X 4,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. სამხრეთით და დასავლეთით ოთხკუთხა შესასვლელები აქვს. ღრმა შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო სარკმელია დანარჩენ სამ კედელში. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი, ცენტრში წინწამოწეული არდაბაგით, ერთი საფეხურით შემაღლებულია და დარბაზისგან ხის კანკელითაა გამოყოფილი. დარბაზის გრძივ კედლებს დაბალი საფეხური გასდევს. იატაკზე მოგებულია ქვის ფილები. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. შენობა დგას ქვიშაქვის ცოკოლზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 433-434.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12208